Jump to content

აშშ-ის ხელისუფლებამ 9861 BTC გაყიდა 215 მლნ აშშ დოლარად


Recommended Posts

image.jpeg 

14 მარტს აშშ-ს ხელისუფლებამ გაყიდა 9861 BTC ჯამში დაახლოებით 215.7 მლნ აშშ დოლარად სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც თვის ბოლოს იქნა წარდგენილი. 

გაყიდული აქტივები შეადგენ 50 000 BTC-ზე მეტი თანხის მხოლოდ ნაწილს, რომლის კონფისკაცია მოხდა James Chung-ისგან 2021 წლის ნოემბერში. ერთი წლის შემდეგ მან აღიარა, რომ Bitcoin-ები უკანონოდ მიიღო Silk Road-ის დარქნეტ-მარკეტფლეისზე 

შშ-ის იუსტიციის სამინისტროს თანახმად 2012 წლის სექტემბერში Chung-მა აამოქმედა თაღლითური სქემა ყალბი ექაუნთების გამოყენებით ისე, რომ არ აჩვენებდა და არ ყიდულობდა პლატფორმაზე რამე სახის საქონელს ან სერვისს. 

ხელისუფლების ინფორმაციით მან შეიტანა 200-დან 2000 BTC-მდე დეპოზიტი, შემდეგ კი სწრაფად გაჰქონდა მცირე მოცულობის თანხები. მან განახორციელა 140-ზე მეტი მსგავსი ტრანზაქცია, რამაც ჯამში მოუტანა 50 000 BTC. 

„დარჩენილია დაახლოებით 41491 BTC, რომელთა ლიკვიდაციას ხელისუფლება მოახდენს ოთხ პარტიად მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში. ლიკვიდაციის მეორე რაუნდი არ შედგება მანამ, სანამ Chung-ს განაჩენს არ გამოუტანენ“ - ნათქვამია დოკუმენტში. 

Tron-ის დამფუძნებელმა Justin Sun-მა გამოთქვა მზადყოფნა - შეიძინოს კონფისკირებული Bitcoin-ები 10%-იანი ფასდაკლებით, რათა „შემცირდეს პოტენციური გავლენა ბაზარზე“. 

სტატიის წერის მომენტში არსებული კურსის მიხედვით 41491 BTC-ის ღირებულება დაახლოებით 1.18 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. 

მიმდინარემიმდინარე წლის მარტში Dune-ის ანალიტიკოსებმა აშშ-ხელისუფლებას უწოდეს "ერთ-ერთი უდიდესი Bitcoin-ვეშაპი". მათი შეფასებით, აშშ-ის ხელისუფლების პირველი კრიპტოვალუტის მარაგი არის 205515 BTC (დაახლოებით 5.8 მლრდ აშშ დოლარი წერის მომენტისთვის). 

Link to comment
Share on other sites

ოქროს ფასი სანამ იზრდებაო ბიტკოინიც გაიზრდებაო, თუ ავიდა მაგალითათ 2200$-მდე ოქრო რაზეც არასდროს ყოფილა აქამდე ბიტკოინი მინიმუმ 35000$ გაცდებაო მალევე, თუ 2050$ ავა ალბათ 30000$+ მინიმუმ ვიხილავთ უკვე, მე ორი დაშვებული შეცდომის შემდეგ 1500$ და მერე 1400$ რომ დაეცა ეთერეუმი აღარაფერი ამიღია, ძალიანაა უკვე ეთერეუმიც გაძლიერებული და 1900$+ ავიდა, თუმცა ეხლა ცოტა სახიფათოცაა აღება, რამე თუ კიდე გამოხტა ყველაფერი დაეცემა ისევე და მაგიტომ, განსაკუთრებით მოქმედებს კრიპტოზე დიდი ბანკების გაკოტრებები, რაც stablecoin-ზე ცუდათ მოქმედებს ძალიან, მანდ კიდე როდის რა გაკოტრდება შეუძლებელია წინასწარ დადგენა, ბოლოს ჩანს ხოლმე უკვე და ხანდახან გაყიდვასაც ვეღარ ასწრებს ძვირათ კრიპტოკოინების, ეგრე იყო წანა გაბანკროტების პერიოდშიც, ვერავინ ვერაფერი მოასწრო, მაგრამ მალევე შემოყარეს უკან როგორც კი ბაიდენი გამოვიდა და დაარწმუნა ინვესსტორები რომ სახიფათო არაფერი არ იყო და ყველას ყველაფერი დაუბრუნდებოდა მაგ ბანკებიდან, რაღაც ეგეთი შემდეგ ჯერზეც მოხდეს შეიძლება, თუმცა ყოველთვის ფედერალები ვერ გამოასწორებენ სიტუაციას ან ეგ ჯერ შეიძლება ერთჯერადი აქციაც იყო, მასიური ბანკების გაბანკროტებები თუ დაიწყო აღარავინ უშველით უკვე, ანუ ვინც მიხვდა მაგას და აიღო კრიპტო დროებით როცა იყო დაცემული გაივსო ჯიბეები და კარგი მოგება შეხვდა, ვინც შეიკავა თავი ეგენი ყველა ოფსაიდში დარჩენ ამ ეტაპზე ჯერ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.