Jump to content

HP-მ წარადგინა ცხრა გეიმინგ მონიტორი Omen: 24-დან 34 დუიმამდე, 4K და 240 ჰერცამდე


Recommended Posts

კომპანია HP-მ წარადგინა ბრენდ Omen-ის ცხრა გეიმინგ მონიტორი. ახალი მოწყობილობების ეკრანის დიაგონალის ზომებია 24-დან 34 დუიმამდე, მხარდაჭერილია გაფართოება 1080p-დან (1920 × 1080 პიქსელი) 4K-მდე (3840 × 2160 პიქსელი). მონიტორების ფასების დიაპაზონია 200-დან 580 აშშ დოლარამდე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: HP 

Omen 24 და Omen 27 მოდელები საწყის სეგმენტს მიეკუთვნება. მათ აქვთ IPS ეკრანები 1080p გაფართოებით, 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და მატრიცის რეაგირების დრო 1 მილიწამი. ორივე მონიტორზე მოცემულია ორ-ორი HDMI 2.0 და DisplayPort 1.4. 24-დუიმიანი ვერსიის ფასი შეადგენს 200 აშშ დოლარს, 27-დუიმიანი მოდელი შეფასებულია 250 აშშ დოლარად. 

image.jpeg 

Omen 27qs 

მოდელ Omen 27q-ს აქვს IPS მატრიცა QHD (2560 × 1440 პიქსელი) გაფართოებით და 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით, ხოლო მოდელ Omen 27s-ის გაფართოებაა 1080p, თუმცა მას გააჩნია IPS-მატრიცა 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ორივე მათგანის ეკრანის სიკაშკაშე 400 კდ/2-ს შეადგენს, ორივე მათგანზე ხელმისაწვდომია ორი USB-A კონექტორი. მონიტორის დამატებითი მახასიათებელია RGB განათება. მოდელ Omen 27qs-ის გაფართოებაა QHD, კადრის განახლების სიხშირე - 240 ჰერცი, აქვს RGB განათება და დამატებითი USB პორტები.  Omen 27q, Omen 27s და Omen qs მოდელების ფასებია 300, 350 და 429 აშშ დოლარი, შესაბამისად. 

image.jpeg 

Omen 27k 

მოდელ Omen 27k-ს აქვს IPS-მატრიცა 4K გაფართოებით, 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და 1 მილიწამი რეაგირების დრო. მონიტორზე ხელმისაწვდომია ერთი HDMI 2.1, ერთი USB Type-C, ორი USB Type-A, აგრეთვე ინტეგრირებული KVM-გადამრთველი. 120-ჰერციანი რეჟიმის მხარდაჭერის წყალობით მონიტორი სრულიად თავსებადია Sony PlayStation 5, Microsoft Xbox Series X და Series S გეიმინგ კონსოლებთან. დამატებით აღსანიშნავია RGB განათება. Omen 27k-ს ფასი 580 აშშ დოლარს შეადგენს. 

image.jpeg 

Omen 32q (მარცხნივ) და Omen 32c (მარჯვნივ) 

მოდელ Omen 32c-ში გამოყენებულია რკალისებრი VA-მატრიცა 1500R სიმრუდის რადიუსით. დისპლეიზე მხარდაჭერილია QHD გაფართოება, 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და 1 მილიწამი მატრიცის რეაგირების დრო. ეს მოდელი შეფასებულია 380 აშშ დოლარად. Omen 32q ვერსიას აქვს ბრტყელი IPS მატრიცა უფრო მკაფიო ფერების გადმოცემით. დანარჩენი მახასიათებლები წინა მოდელის ანალოგიურია, გარდა ფასისა - Omen 32q მოდელი შეფასებულია 400 აშშ დოლარად. 

image.jpeg 

Omen 34c 

Omen 34c მოდელს აქვს სუპერფართოფორმატიანი VA პანელი გვერდების შეფარდებით 21:9. მხარდაჭერილია გაფართოება 3440 × 1440 პიქსელი, 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და რეაგირების დრო 1 მწ. მონიტორის ფასი 480 აშშ დოლარია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.