Jump to content

Intel-მა წარადგინა NUC 13 Pro – 14 ბირთვამდე Raptor Lake ნახევარლიტრიან კორპუსში


Recommended Posts

კომპანია Intel-მა წარადგინა მინი-კომპიუტერები Intel NUC 13 Pro (Arena Canyon). კომპაქტურ სისტემებში მოცემულია Intel Raptor Lake სერიის მობილური პროცესორები 14-ბირთვიანი 5.2 გჰც Core i7-1370P მოდელის ჩათვლით. არჩევანისთვის ასევე ხელმისაწვდომია მოდელები როგორც ჩვეულებრივი პროცესორებით, ისე Core vPro ჩიპებით, რომლებიც ხასიათდება გამომძალველი პროგრამებისგან დაცვის გაუმჯობესებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

Intel NUC 13 Pro-ს შემადგენლობაში დისკრეტული ვიდეო ბარათები გათვალისწინებული არ არის. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ცენტრალურ პროცესორში ჩაშენებული გრაფიკული ბირთვი Intel Iris Xe, რომელსაც აქვს 96-მდე ბლოკი და 1.5 გჰც-მდე სიხშირე CPU-ის მოდელის შესაბამისად. 

image.jpeg 

მინი-კომპიუტერებში მხარდაჭერილია 64 გბ-მდე ორარხიანი DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერების დაყენება, აქვთ ერთი სლოტი M.2 PCIe 4.0 x4 NVMe SSD სლოტისთვის, შესაძლებელია 2.5-დუიმიანი SSD-ის ან HDD-ის დაკავშირება, აგრეთვე აქვს კონექტორი Intel Wi-Fi 6E და Bluetooth 5.3 უსადენო მოდულებისთვის. 

image.jpeg 

image.jpeg 

ხალ კომპიუტერებში ასევე წარმოდგენილია 2.5 გბ ქსელის ადაპტერი, ორი HDMI, ორი ინტერფეისი Thunderbolt 4 (USB Type-C), სამი USB 3.2 და ერთი USB 2.0. Intel NUC 13 Pro-ს ზოგიერთ კონფიგურაციას აქვს დისკრეტული კრიპტოგრაფიული მოდულები TPM 2.0. 

image.jpeg 

Intel NUC 13 Pro გამოვა მაღალი და დაბალი კორპუსებით. პირველი მათგანის ზომაა 117 × 112 × 54 მმ, მეორესი - 117 × 112 × 37 მმ. პირველი ვარიანტი დაახლოებით 0.7-ლიტრიანია, მეორე - 0.5 ლიტრზე ნაკლები. პატარა კორპუსის მქონე მოდელებზე არ არის მხარდაჭერილი 2.5-დუიმიანი SSD-ის დაყენება. 

image.jpeg 

Intel NUC 13 Pro გაყიდვაში გამოვა სრულად დაკომპლექტებული სისტემის სახით, ასევე barebone-ფორმატში ოპერატიული მეხსიერების, SSD-ისა და ოპერაციული სისტემის გარეშე, აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება ვარიანტი მხოლოდ დედა დაფითა და CPU-ით, ასევე სხვა მაკომპლექტებლებით სამომავლო აწყობისთვის. მინი-კომპიუტერების ფასის დიაპაზონია 340-დან 1080 აშშ დოლარამდე კონფიგურაციის შესაბამისად. ზოგიერთი სისტემა ხელმისაწვდომი იქნება საცალო მოვაჭრეებსა და სისტემის ინტეგრატორებთან მიმდინარე თვის ბოლომდე, ხოლო კონფიგურაციის უმეტესობა ხელმისაწვდომი გახდება ივნისისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.