Jump to content

HP-მ განაახლა Omen და Victus სერიების გეიმინგ ლეპტოპები Intel-ის, AMD-ის და NVIDIA-ს უახლესი ჩიპებით, ერთ-ერთ მათგანს აქვს Mini-LED ეკრანი


Recommended Posts

HP-მ წარმოადგინა განახლებული Omen და Victus სერიის გეიმინგ ლეპტოპები, რომლებიც აღჭურვილია Intel Raptor Lake ან AMD Ryzen 7000 პროცესორებით, ასევე NVIDIA GeForce RTX 40 სერიის გრაფიკული ბარათებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: HP 

მოდელ HP Omen Transcend 16-ში მოცემულია Intel-ის პროცესორები 24-ბირთვიანი Core i9-13900HX ჩიპის ჩათვლით, რომლის სიხშირე 5.4 გჰც-ია. ლეპტოპში ასევე წარმოდგენილია ვიდეო ბარათი GeForce RTX 4070, 32 გბ-მდე DDR5-5600 ოპერატიული მეხსიერება და 2 ტბ მოცულობის NVMe SSD. 

Omen Transcend 16-ის ეკრანს აქვს Mini-LED განათება, გვერდების შეფარდებაა 16:10, მხარდაჭერილია გაფართოება 2560 × 1600 პიქსელი, 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და 7 მილიწამი მატრიცის რეაგირების დრო. დისპლეის მაქსიმალური სიკაშკაშე 1180 კდ/2-ს შეადგენს. ლეპტოპის ბატარეის მოცულობაა 97 ვტ/სთ. 

image.jpeg 

მოდელ Omen 16-ში მოცემულია რვაბირთვიანი AMD Ryzen 9 7940HS სიხშირით 5.2 გჰც-მდე, ვიდეო ბარათი GeForce RTX 4080, აგრეთვე 32 გბ ოპერატიული და 2 ტბ მუდმივი მეხსიერება. ლეპტოპს აქვს QHD გაფართოების მხარდაჭერის მქონე დისპლეი 3 მილიწამი რეაგირების დროით. 

Omen Transcend 16-სა და Omen 16-ს აქვთ RGB კლავიატურა და ვებ-კამერა 1080p გაფართოების მხარდაჭერით. HP Omen Trascend 16-ის საწყისი ფასია 1699.99 აშშ დოლარი, Omen 16-ისა კი - 1299.99 აშშ დოლარი. ლეპტოპები გაყიდვაში მიმდინარე გაზაფხულზე გამოვა. 

image.jpeg 

Victus სერიის ლეპტოპები გათვლილია შედარებით შეზღუდული ბიუჯეტის მქონე მომხმარებლებისთვის, თუმცა HP-მ ძალისხმევა არ დაიშურა, რომ ლეპტოპები გარეგნულად იაფფასიანად არ გამოიყურებოდეს. ამ ლეპტოპებში წარმოდგენილი იქნება 16-ბირთვიანი Intel Core i7-13700HX სიხშირით 5 გჰც-მდე ან 8-ბირთვიანი AMD Ryzen 7 7840HS სიხშირით 5.1 გჰც-მდე. გრაფიკული ქვესისტემის სახით წარმოდგენილია GeForce RTX 4070. 

Victus სერიის ლეპტოპები აღჭურვილია ერთზონიანი RGB კლავიატურებით. ლეპტოპები გაყიდვაში მიმდინარე გაზაფხულზე გამოვა 1049.99 აშშ დოლარიდან. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.