Jump to content

NVIDIA-მ წარადგინა DGX Quantum - სისტემა GPU-ზე, რომელშიც გაერთიანებულია კლასიკური და კვანტური კომპიუტერები


Recommended Posts

NVIDIA-მ გამოაცხადა მსოფლიოში პირველი, კვანტური გამოთვლითი ინტერფეისის მქონე GPU-ზე დაფუძნებული სისტემის გამოშვების შესახებ. სისტემა DGX Quantum უზრუნველყოფს ჰიბრიდულ კვანტურ-კლასიკურ გამოთვლებს ღია კოდის მქონე პროგრამულ პლატფორმა CUDA Quantum-ის საფუძველზე. ფაქტობრივად, კომპანიამ წარადგინა მარტივი და ადვილად გამოსაყენებელი აპარატურულ-პროგრამული ინტერფეისი, რომელიც აერთიანებს კლასიკურ და კვანტურ კომპიუტერებს. კუბიტებთან მუშაობა უფრო ადვილი გახდება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

კუბიტების მართვის ბლოკი წარმოადგინა ისრაელში მოქმედმა ახალმა კომპანია Quantum Machines-მა. ფოტოზე მისი ამოცნობა მარტივია კოაქსალური კონექტორების ორი რიგით. პირობითად, ბლოკი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს კუბიტების კონტროლერის სახით. იდეალურ შემთხვევაში იგი უნდა დამონტაჟდეს კუბიტების მქონე ერთ ბლოკში, რომელშიც იგი იმუშავებს GPU-ამაჩქარებლიდან მიღებული ბრძანებების მიხედვით, თუმცა ამის განხორციელება ჯერჯერობით შეუძლებელია - ელექტრონიკა უბრალოდ ვერ უძლებს კრიოგენულ ტემპერატურას. 

მართვის ბლოკ Quantum Machines OPX+-ის მთავარი ღირსებაა მისი უნივერსალურობა. ბლოკი ახდენს სიგნალების სტრუქტურის ადაპტირებას მუშაობისთის (წაკითხვა, ჩაწერა, კალიბრაცია) კუბიტების მეტად ფართო სპექტრით - კრიოგენულიდან დაწყებული - კრისტალების დეფექტები, იონური ხაფანგებით და ა.შ. დამთავრებული. გამოსავალი ნამდვილად უნივერსალურია და სპეციალისტებს საშუალებას მისცემს თავიდან აიცილონ პრობლემები ჰიბრიდული კომპიუტერების შექმნის პროცესში. 

NVIDIA-ს მხრიდან სისტემა DGX Quantum-ში ჩადებულია უახლესი Grace Hopper გადაწყვეტილება Arm პროცესორისა და H100 გამოთვლითი ამაჩქარებლის კომბინაციის სახით. Quantum Machines OPX+-თან ერთად პლატფორმა უზრუნველყოფს ჰიბრიდული, დ მოცულობის რესურსების მქონე ალგორითმების გაშვებას და მცირე შეყოვნებასა და მაღალ წარმადობას ისეთ შემთხვევებში, რომლებშიც კლასიკური სისტემები არაეფექტურია. 

სისტემის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს პროგრამული პლატფორმა CUDA Quantum. იგი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გაერკვიონ ჰიბრიდულ და კვანტურ ალგორითმებში ისე, რომ არ დასჭირდეთ გამოცდილება კვანტურ მექანიკაში. ცნობილია, რომ პლატფორმის გამოყენებას უკვე აპირებენ კომპანიები Anyon Systems, Atom Computing, IonQ, ORCA Computing, Oxford Quantum Circuits და QuEra, კვანტური პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი კომპანიები Agnostiq და QMware, აგრეთვე მოწინავე ინდუსტრიული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის, IT მეცნიერების ცენტრის (CSC) და კომპიუტერული აპლიკაციების ეროვნული სააგენტოს (NCSA) სუპერკომპიუტერული ცენტრები 

„ჩვენ მივდივართ კვანტური გამოთვლის ახალი ეპოქისკენ, რომელიც უფრო მეტი მკვლევრისთვისაა ხელმისაწვდომი, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა Quantum Machines-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Itamar Sivan-მა. "ჩვენი თანამშრომლობა NVIDIA-სთან DGX Quantum სისტემის მიმართულებით საშუალებას მისცემს ახალი თაობის ინოვატორებს - გადაჭრან მსოფლიოს ზოგიერთი უდიდესი პრობლემა." 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.