Jump to content

ASUS-მა გამოუშვა გარე მობილური GeForce RTX 4090 ლეპტოპებისთვის 2000 აშშ დოლარად


Recommended Posts

კომპანია ASUS-მა იანვარში გამოფენა CES 2023-ზე წარადგინა ROG XG Mobile - დოკ-სადგური ლეპტოპებისთვის, რომლის შემადგენლობაში შედის ფლაგმანური ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090. ახალი მოწყობილობა ცოტა ხნის წინ გამოჩნდა გაყიდვაში ზოგ ქვეყანაში. მაგალითად, იაპონიაში იგი შეფასებულია დაახლოებით 3 ათას აშშ დოლარად, თუმცა სხვა ქვეყნებში მისი ყიდვა გაცილებით იაფადაა შესაძლებელი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

დოკ-სადგური ASUS ROG XG Mobile თავსებადია მხოლოდ ASUS-ის ROG Flow სერიის ლეპტოპებთან. მობილურ კომპიუტერს მოწყობილობა უკავშირდება უშუალოდ PCIe ინტერფეისის მქონე კონექტორით, დიდი ალბათობით, ეს იქნება PCIe 4.0 ვერსია. 

image.jpeg 

image.jpeg 

ASUS ROG XG Mobile-ის შემადგენლობაში გამოყენებულია GeForce RTX 4090 ვიდეო ბარათის არა დესკტოპ ვარიანტი, არამედ ამაჩქარებლის მობილური ვერსია. ამ ბარათში მოცემულია გრაფიკული პროცესორი AD103 9728 CUDA ბირთვით ისევე, როგორც GeForce RTX 4080-ის დესკტოპ მოდელში. მობილური GeForce RTX 4090-ის ენერგომოხმარების მაჩვენებელია 150 ვატი, TDP-ის მაქსიმალური დონე კი შეადგენს 175 ვატს (+25 ვატი Dynamic Boost). GPU-ის საბაზისო სიხშირეა 1590 მჰც. Boost-რეჟიმში სიხშირე იზრდება 2040 მჰც-მდე, რაც გაცილებით ნაკლებია ამავე გრაფიკული ჩიპის მქონე დესკტოპ ვარიანტთან შედარებით. ვიდეო ბარათს აქვს 16 გბ GDDR6 მეხსიერება. 

image.png 

ASUS ROG XG Mobile ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთში მოცემულია 330-ვატიანი ინტეგრირებული კვების ბლოკი, მეორეში - თავად ვიდეო ბარათი, აგრეთვე input/output ინტერფეისები. ვიდეო ბარათი გრილდება რადიატორით, რომელშიც მოცემულია ამაორთქლებელი კამერა და ტურბინის ტიპის ქულერი, რომელსაც ცხელი ჰაერი დოკ-სადგურიდან გამოაქვს. 

image.png 

ASUS ROG XG Mobile-ში ხელმისაწვდომია შემდეგი კონექტორები: HDMI 2.1, DisplayPort 1.4, USB 3.2 Gen1 (Type-A + Type-C), SD მეხსიერების ბარათის წამკითხველი, ასევე 2.5 გბ ქსელის ადაპტერი და კონექტორი კვების სადენის დასაკავშირებლად. 

image.jpeg 

იაპონიაში ASUS ROG XG Mobile-ის ფასია 399800 იენი, ანუ დაახლოებით 3 ათასი აშშ დოლარი დღგ-ს ჩათვლით. კანადაში დოკ-სადგური 2500 კანადურ დოლარად, ანუ 2000 აშშ დოლარად არის შეფასებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, GeForce RTX 4090 გარე მობილური გრაფიკული ბარათი მინიმუმ 25%-ით უფრო ძვირია GeForce RTX 4090-ის დესკტოპ ვერსიასთან შედარებით, მაგრამ ამავე დროს გააჩნია 800 აშშ დოლარი ღირებულების მქონე დესკტოპ GeForce RTX 4070 Ti-ს მსგავსი წარმადობა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.