Jump to content

Recommended Posts

Posted

გამოსაშვებად მზადდება მყარი დისკი Crucial T700 SSD PCIe 5.0 ინტერფეისით, რომელსაც შეუძლია სტანდარტის ახალი ფუნქციების დემონსტრირება - წაკითხვის სიჩქარემ მიაღწია 12.4 გბ/წმ-ს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: twitter.com/LinusTech 

PCIe 5.0 ტექნოლოგია მოსალოდნელზე გაცილებით ნელა ვრცელდება. მყარი დისკების მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ შემდეგი თაობის NVMe SSD-ები იმუშავებენ ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე PCIe 4.0-ზე დამყარებული მათი წინამორბედები, მაგრამ ამას შესაძლოა თვეები ან წლებიც კი დასჭირდეს. PCIe 5.0-ის მხარდაჭერის მქონე პირველი დესკტოპ პლატფორმის დებიუტი თითქმის წელიწადნახევრის წინ შედგა, მაგრამ ჯერ კიდევ რთულია SSD-ის პოვნა, რომელსაც შეუძლია მისი პოტენციალის სრულად გამოვლენა. 

PCIe 5.0 ინტერფეისის მხარდაჭერის მქონე ვიდეო ბარათების არარსებობის გამო, ჩინურ MTT-ებს თუ არ ჩავთვლით, მოწინავე მოწყობილობების მოყვარულებს ჯერჯერობით SSD-ებზე დაყრდნობა უწევთ. უახლოეს მომავალში ერთ-ერთი ასეთი მოდელი იქნება Crucial T700, რომელიც აღჭურვილია Phison E26 კონტროლერითა და რადიატორით - საბედნიეროდ, მწარმოებელმა კომპანიამ გადაწყვიტა არ გამოეყენება გაგრილების აქტიური სისტემა. 

image.jpeg 

YouTube-არხ Linus Tech Tips-ის ავტორმა Linus Gabriel Sebastian-მა განაცხადა, რომ მან ჩაატარა Crucial T700-ის ტესტირება და დისკმა ღირსეული შედეგი დააფიქსირა CrystalDiskMark პროგრამაში: თანმიმდევრული წაკითხვის სიჩქარე იყო 12.422 მბ/წმ, ხოლო ჩაწერის - 11.858 მბ/წმ. სამწუხაროდ, მას არ დაუკონკრეტებია, რომელი პლატფორმა იყო გამოყენებული ტესტში, სავარაუდოდ ეს შეიძლება ყოფილიყო Intel 600, 700 ან AMD 600 სერიის დაფები. 

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.