Magdalena Posted Friday at 06:38 AM Share Posted Friday at 06:38 AM კომპანია SpaceX ამერიკულ მობილურ ოპერატორ T-Mobile-თან თანამშრომლობის ფარგლებში აპირებს წელს სატესტო რეჟიმში აამოქმედოს ფიჭური თანამგზავრული საკომუნიკაციო სერვისი (satellite-to-cell), რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ჩვეულებრივი სმარტფონების მომხმარებლებისთვის - აცხადებს გამომცემლობა CNBC კომპანია SpaceX-ის კორპორატიული გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტ Jonathan Hofeller-ის განცხადებაზე დაყრდნობით. ფოტოს წყარო: SpaceX ”ვფიქრობ, ჩვენ ბევრს ვისწავლით ამ სამუშაოდან,” - განაცხადა Hofeller-მა კონფერენცია Satellite 2023-ზე ვაშინგტონში. კოსმოსური სერვისების ბაზარს თანამგზავრული სიგნალების პირდაპირ სმარტფონებსა და სხვა მობილურ მოწყობილობებზე გადაცემისათვის უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ბევრი თანამგზავრული კომპანია თანამშრომლობს ფიჭურ ოპერატორებთან, რადგან ეს ტექნოლოგია საშუალებას აძლევს უზრუნველყონ დაკავშირება იმ ადგილებში, სადაც ტრადიციული ფიჭური ინფრასტრუქტურა მიუწვდომელია. SpaceX-მა და T-Mobile-მა პარტნიორობის შესახებ გასულ აგვისტოში გამოაცხადეს. ამ დროისთვის SpaceX-მა გაუშვა დაახლოებით 4000 Starlink თანამგზავრი დედამიწის ახლო ორბიტაზე და გასული წლის ბოლოს დაიწყო Starlink V2 თანამგზავრების გაშვება კოსმოსში, რომლებსაც აქვთ სმარტფონების დასაკავშირებლად საჭირო აღჭურვილობა. კომპანიამ ასევე ცოტა ხნის წინ გაუშვა V2 Mini თანამგზავრების პირველი პარტია. ყველა მეორე თაობის აპარატს აქვს უფრო დიდი და ძლიერი ანტენები Starlink-ის წინა თაობის თანამგზავრებთან შედარებით. Hofeller-ის თქმით SpaceX ყოველდღიურად აწყობს ექვს თანამგზავრს და Starlink-ის „ათასობით“ დედამიწურ ტერმინალს. კომპანიამ უკვე ააწყო ახალი თაობის რამდენიმე თანამგზავრი და მათი მასიური გაშვება დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც SpaceX დაასრულებს რაკეტა Starship-ის აწყობას - მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება უფრო დიდი ზომის Starlink V2 თანამგზავრების უფრო ეფექტურად გაშვება, ვიდრე ამჟამად ხორციელდება Falcon 9-ის გამოყენებით. SpaceX-ის წარმომადგენლის თქმით მის თანამგზავრულ ინტერნეტ სერვის Starlink-ს უკვე ჰყავს „მილიონზე მეტი“ აქტიური მომხმარებელი. კომპანიის უახლესი ფინანსური ანგარიშის მიხედვით Starlink-ს „დადებითი ბალანსი“ 2022 წელს ჰქონდა. 2023 წელს სერვისი აპირებს „დაიწყოს ფულის გამომუშავება“. https://tinyurl.com/mr2x6kwa Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.