Jump to content

აჩქარებულმა Intel Xeon W9-3495X-მა დაამყარა აბსოლუტური რეკორდი Cinebench R23-ში და AMD Ryzen Threadripper ჩაანაცვლა


Recommended Posts

როგორც ცნობილია, ზოგიერთ მე-4 თაობის Intel Xeon პროცესორს (Sapphire Rapids), რომლებიც წარმოდგენილ იქნა გასულ თვეში, განბლოკილი მულტიპლიკატორი აქვს, რაც მათი ხელით აჩქარების საშუალებას იძლევა. ერთ-ერთი ასეთი პროცესორია ფლაგმანური 56-ბირთვიანი Intel Xeon W9-3495X. მისმა აჩქარებამ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა სინთეტიკურ ტესტ Cinebench R23-ში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: HWBot 

მ დრომე ყველაზე მაღალი წარმადობის დესკტოპ პროცესორის წოდებას Cinebench R23 ტესტში ფლობდა 64-ბირთვიანი და 128-ნაკადიანი Ryzen Threadripper Pro 5995WX. HWBot-ის მონაცემთა ბაზის თანახმად AMD-ის პროცესორის აჩქარება მოხდა 5.4 გჰც-მდე სამხრეთკორეელ ენთუზიასტ safedisk-ის მიერ, პროცესორმა მრავალნაკადიანი წარმადობის ტესტში დააგროვა 121215 ქულა. 

ბერძნულმა გუნდმა - OGS, თხევადი აზოტის გამოყენებით Intel Xeon W9-3495X ააჩქარა ყველა ბირთვზე 5.4 გჰც სიხშირემდე. ამის შემდეგ, Intel-ის პროცესორმა შეძლო 132484 ქულის დაგროვება იმავე მრავალნაკადიანი წარმადობის ტესტში. 

image.jpeg 

ექსპერიმენტისთვის გამოყენებული იყო დედა დაფა ASUS Pro WS W790E-SAGE SE და 128 გბ G.Skill Zeta R5 DDR5-5800 ოპერატიული მეხსიერების ნაკრები. 

Intel-ის პროცესორმა არა მხოლოდ დაამყარა წარმადობის ახალი რეკორდი Cinebench R23-ში, არამედ მოხსნა რამდენიმე სხვა რეკორდი Cinebench R20-ში, Y-Cruncher-ში, 3DMark CPU-სა და Geekbench 3-ში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.