Jump to content

Tesla-ს ახალ პლატფორმაზე აწყობილი ელექტრომობილები ყოველთვის შეძლებენ მძღოლის გარეშე მოძრაობას - განაცხადა ილონ მასკმა


Recommended Posts

Tesla-ს მიერ ინვესტორებისთვის გამართულ ღონისძიებაზე არ გაეცა პასუხი კითხვას, როდის გამოჩნდება ახალი პლატფორმის ბაზაზე აწყობილი ელექტრომობილები, თუმცა ცნობილი გახდა, სად დაიწყება მათი აგება - ამისთვის მალე აშენდება ქარხანა მექსიკაში. ილონ მასკმა განაცხადა, რომ ახალ პლატფორმაზე აწყობილი მანქანები უმეტესად ავტომატურად მართვადი იქნება. 

image.jpeg

ფოტოს წყარო: Tesla, Electrek 

ეს განცხადება, Reuters-ის ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელმა Morgan Stanley-ის კონფერენციაზე გააკეთა. მან დაადასტურა, რომ კომპანიას აქვს მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიწყოს ისეთი ელექტრომობილების წარმოება, რომელთა ფასი სედან Tesla Model 3-ის ღირებულების ნახევარი იქნება. პირველად მსგავსი კომენტარები მასკმა ჯერ კიდევ 2020 წელს გააკეთა, როდესაც გამოხატა რწმენა, რომ სამი წლის განმავლობაში Tesla შეძლებს აწარმოოს 25 ათასი აშშ დოლარი ღირებულების კომპაქტური ელექტრომობილები, რომლებიც ავტომატურად მოძრაობას შეძლებენ. 

მექსიკის ქარხნიდან, რომლის მშენებლობას Tesla უახლოეს მომავალში დაიწყებს, სწორედ ახალ პლატფორმაზე დამყარებული ელექტრომობილები გამოვა. ამასთან, კომპაქტური მოდელი და „თითქმის ავტომატური“ ელექტრომობილი შესაძლოა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალება აღმოჩნდეს, რადგანაც 2020 წლის შემდეგ მასკი აცხადებს, რომ კომპანია გეგმავს ასევე გამოუშვას სპეციალური ელექტრომობილი ავტომატური ტაქსის სერვისისთვის. ჯამში 2030 წლისთვის Tesla-ს სურს ერთდროულად უშვებდეს ელექტრომობილის ათამდე მოდელს. მათი ყოველწლიური ტირაჟი იმ დროისთვის 20 მილიონ ერთეულს უნდა აღწევდეს, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით დალაგდება.  

სიტუაციის სირთულე ის არის, რომ სრულ ავტომატიზაციაზე გადასვლის პირობას ილონ მასკი 2016 წლიდან იძლევა და შესაბამისი ზღვარი მუდმივად უკან იწევს. თავდაპირველად ითვლებოდა, რომ იმ დროიდან გამოშვებული Tesla-ს ყველა ელექტრომობილი შეძლებდა სრულიად ავტომატურად მართვას შესაბამისი პროგრამული ზრუნველყოფის გამოსვლის შემდეგ. მუდმივად ხდება ვადების გადადება, ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მეოთხე თაობის FSD კომპლექსისთვის განკუთვნილი კომპონენტები არ იქნება მიმდინარე თაობის ელექტრომობილებთან თავსებადი. ილონ მასკის ახალი განცხადება, რომ ახალ პლატფორმაზე აწყობილი ელექტრომობილები მძღოლის გარეშე იმოძრავებენ, სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს. მომხმარებლები, რომლებმაც აქამდე იყიდეს Tesla-ს ელექტრო მანქანები, შესაძლოა იმედგაცრუებული დარჩნენ არსებული FSD კომპლექსების შესაძლებლობებით. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.