Jump to content

გასულ წელს მსოფლიოში 10 მილიონი ელექტრო და ჰიბრიდული მანქანა გაიყიდა - 70% ჩინური ბრენდების მიერ იყო დამზადებული


Recommended Posts

2022 წელს ელექტრიფიცირებული მანქანების გლობალურმა გაყიდვებმა შეადგინა 10.2 მილიონი ერთეული. Counterpoint კვლევის თანახმად 2022 წლის მეოთხე კვარტალში გაყიდვების მოცულობა 53%-ით მეტი იყო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. Global Passenger Electric Vehicle Model Sales Tracker-ის ანგარიშის მიხედვით გაყიდვების აბსოლუტური უმრავლესობას წარმოადგენს ჩინური ბრენდები, საუბარია მხოლოდ საბითუმო ვაჭრობაზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: stux/pixabay.com 

Counterpoint-ის სტატისტიკის მიხედვით გასულ კვარტალში „სუფთა“ ელექტრომობილებმა შეადგინეს გაყიდვების 72%, ხოლო გარე დამუხტვის ჰიბრიდებმა - 28%. სტატისტიკაში არ შედის ჰიბრიდები გარე დამუხტვის გარეშე და ელექტრომობილები საწვავის გარე უჯრედებით. 

პირველ სამ მოწინავე მწარმოებლებში შედის ჩინეთი, გერმანია და შეერთებული შტატები. ცნობილია, რომ ელექტრომობილების მწარმოებელ 10 კომპანიას ეკუთვნის 39-ზე მეტი მარკის მსუბუქი ავტომობილი, რაც ბოლო კვარტალში გაყიდული ელექტრომობილების 72%-ს შეადგენს. 

ბაზრის დინამიკას რაც შეეხება, Counterpoint-ის ექსპერტები ამბობენ, რომ ელექტრომობილების გაყიდვებმა 2022 წლის მეოთხე კვარტალში მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს და წლის ბოლომდე 11 მილიონ ერთეულამდე გაიზრდებოდა, რომ არა COVID-19-ის გავრცელება ჩინეთში, რამაც გავლენა მოახდინა წარმოებასა და გაყიდვებზე და შეაფერხა საწარმოო ჯაჭვები. 

მ ვითარების მიუხედავად ჩინურ ბრენდებში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. უფრო მეტიც, გასულ წელს ბევრმა ჩინურმა კომპანიამ დაიწყო გაფართოება ევროპის, აზიისა და ლათინური ამერიკის ბაზრებზე - როგორც ჩანს, ისინი მთლიანად დომინირებენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. მოსალოდნელია, რომ მომხმარებელთა ლოიალობისთვის მთავარი ბრძოლა ევროპაში გაგრძელდება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Counterpoint Research 

საინტერესოა, რომ ათმა ყველაზე პოპულარულმა მოდელმა მეოთხე კვარტალში შეადგინა ელექტრიფიცირებული მანქანების გაყიდვების მესამედი. აბსოლუტური ბესტსელერია Tesla Model Y, რომელსაც მოსდევს BYD-ის Song. ზოგადად, კვარტლის 10 ყველაზე მოთხოვნადი მოდელიდან 7 არის BYD და Wuling, ძირითადად ჩინეთის ბაზრის სწრაფი განვითარების გამო. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Counterpoint Research 

Counterpoint თვლის, რომ ელექტრომობილები და Plug-in ჰიბრიდები უფრო სწრაფად ხდებიან მეინსტრიმი, ვიდრე ანალიტიკოსები ელოდნენ. 2023 წლის ბოლოსთვის გაყიდვების მოცულობამ უნდა შეადგინოს დაახლოებით 17 მილიონი ელექტრიფიცირებული მანქანა. დიდწილად ეს უზრუნველყოფილი იქნება ლგოტებით, რომლებიც ზოგ ქვეყანაში გაიცემა. მაგალითად, აშშ-ში ასეთი მანქანების გაყიდვები უნდა გაიზარდოს ფედერალურ დონეზე შემოღებული 7500 აშშ დოლარიანი საგადასახადო ლგოტის გამო, ხოლო ჩინეთში ფასები შეიძლება გაიზარდოს სუბსიდიის პერიოდის დასრულების გამო. ასე რომ, იანვარში BYD-მა უკვე გაზარდა ფასები. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ეს სერიოზულად არ იმოქმედებს ელექტრომობილების ერთ-ერთ ყველაზე მომწიფებულ ბაზარზე, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტები 2023 წლის მეორე ნახევარში ელიან ელექტრო ბატარეებში გამოყენებული ლითიუმის ფასის კლებას. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.