Jump to content

Tesla Model X გაიაფდა 10 ათასი, Tesla Model S კი – 5 ათასი აშშ დოლარით


Recommended Posts

კვარტლის ბოლო თვე Tesla-სთვის ტრადიციულად ელექტრომობილების წარმოების აჩქარებით ხასიათდება, რადგან კომპანია დაინტერესებულია ანგარიშის გამოქვეყნებისას მოახდინოს მიწოდების მოცულობის ზრდის დემონსტრირება. Tesla-ს ძირითადი შემოსავალი უზრუნველყოფილია მასობრივი Model 3-ისა და Model Y-ის რეალიზაციით, თუმცა მიმდინარე კვირაში კომპანიამ ფასები შეამცირა უფრო ძვირადღირებულ Model S-სა (5000$) და Model X-ზე (10000$). 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

როგორც Bloomberg აღნიშნავს, ეს ნიშნავს ორივე მოდელის შემთხვევაში ფასის საწყის კომპლექტაციაზე დაბრუნებას 100 ათას აშშ დოლარს ქვევით. ამ კლასის ყველაზე ხელმისაწვდომი ელექტრომობილი ამჟამად არის Model S-ის სრული წამყვანი ორძრავიანი ვერსია 89990 აშშ დოლარად, რომლის მიღება აშშ-ის მოქალაქეებს შეკვეთის შემდეგ მიმდინარე თვეშივე შეეძლებათ. სამძრავიანი ვარიანტი Tesla Model S Plaid შეფასებულია 109990 აშშ დოლარად, მისი მოდიფიკაციისთვისაც არ იქნება ლოდინი საჭირო. ეს ორივე მოდელი ამ დრომდე 5 ათასი აშშ დოლარით მეტი ღირდა. 

ქროსოვერ Tesla Model X-ის ფასი შემცირდა 10 ათასი აშშ დოლარით, ამჟამად მისი საბაზისო, ორძრავიანი სრული წამყვანი ვერსია 99990 აშშ დოლარად იყიდება. მისი მოლოდინის ვადა ოდნავ დიდია Model S-ის შემთხვევასთან შედარებით, მანქანის მიღება შესაძლებელია საუკეთესო შემთხვევაში მარტში ან უარეს შემთხვევაში - მაისში. Tesla Model X Plaid შეფასებულია 109990 აშშ დოლარად, მისი მიღება შესაძლებელია მარტში ან აპრილში. ორივე მოდიფიკაცია ამ დრომდე 10 ათასი აშშ დოლარით ძვირად იყიდებოდა. ეს არის მიმდინარე წელს Model S-ისა და Model X-ის ფასების უკვე მეორე შემცირება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.