Jump to content

ამერიკელმა სენატორებმა Binance-ს "უკანონო ფინანსური საქმიანობის კერა" უწოდეს


Recommended Posts

image.png 

აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტის წარმომადგენლებმა, ელიზაბეტ უორენმა, კრის ვან ჰოლენმა და როჯერ მარშალმა გაუგზავნეს წერილი Binance-ს და მოითხოვეს დეტალები KYC/AML პოლიტიკისა და ფულის გათეთრების კონტროლის პროცედურების შესახებ. 

ამავდროულად, პოლიტიკოსებმა პლატფორმა დაადანაშაულეს მარეგულირებელი ორგანოებისგან თავის არიდებასა და კრიმინალებთან ურთიერთობაში და მას "არალეგალური ფინანსური საქმიანობის კერა" უწოდეს. 

Binance-ის აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს (CZ) და მის ამერიკელ წარმომადგენელ ბრაიან შრედერს წერილში სენატორებმა მოითხოვეს კრიპტო ბირჟის ფინანსური ანგარიშგების ასლები და ინფორმაცია აშშ-ს მომხმარებლების რაოდენობის შესახებ 2017 წლიდან. დოკუმენტში ასევე მოყვანილია The Wall Street Journal-ის და სხვა მნიშვნელოვანი გამოცემების ანგარიშები კომპანიის მრავალი სამართლებრივი და ფინანსური პრობლემის შესახებ. 

Binance-მა და მისმა ფილიალებმა მიზანმიმართულად აარიდეს თავი მარეგულირებლებს, გადასცეს აქტივები კრიმინალებს და სანქციებს დაქვემდებარებულ ინდივიდებს, ასევე დამალეს ძირითადი ფინანსური ინფორმაცია მომხმარებლებისა და საზოგადოებისგან“, - ნათქვამია წერილში. 

კრიპტო ბირჟასგან მოითხოვეს მშობელ კომპანიასა და აშშ-ში მის ფილიალ Binance.US-ს შორის ურთიერთობის ხასიათის გასაჯაროვება. სენატორებს ასევე აინტერესებთ ინფორმაცია Zhao-ს მცდელობის შესახებ, თავი აარიდოს მარეგულირებლების მოთხოვნებს. 

კანონმდებლებმა პარალელები გაავლეს FTX Group-ის სტრუქტურასთან და უწოდეს მათ „შემაშფოთებლად მსგავსი“. მათ მსგავსება დაინახეს Binance.US-ის დამოუკიდებლობის შესახებ განცხადებებსა და გაკოტრებული ბირჟის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, სემ ბენკმენ-ფრიდის სიტყვებში FTX-სა და FTX US-ის ურთიერთობასთან დაკავშირებით. 

კერძოდ, ხსენებულმა სენატორები ციტირებდნენ Reuters-ის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც Binance-მა 400 მლნ აშშ დოლარზე მეტი გადარიცხა აშშ-ის განყოფილების მიერ გახსნილი ანგარიშებიდან სავაჭრო კომპანია Merit Peak-ში, რომელიც დაარსდა Zhao-ს მიერ. ეს აჩენს ეჭვს, არის თუ არა Binance.US დამოუკიდებელი ორგანიზაცია, ნათქვამია წერილში. 

სენატორებმა პლატფორმისგან პასუხისგაცემა 16 მარტამდე მოითხოვეს. 

ბოლო თვეების განმავლობაში Binance პოლიტიკოსებისა და პრესის ზეწოლას განიცდიდა. Zhao-მ იანვარში განაცხადა, რომ დაშლილმა FTX-მა უცნობ საიფორმაციო მედიის საშუალებს 43 მლნ აშშ დოლარი გადაუხადა მისი პლატფორმის წინააღმდეგ FUD კამპანიისთვის. 

CZ-მ ასევე უნდა უპასუხა ჟურნალ Forbes-ის ბრალდებებს „ბირჟის მილიარდობით გირაოს გადაადგილებასთან დაკავშირებით“. მან კონკრეტულად ხაზგასმით აღნიშნა, რომ Binance-ის მომხმარებლის ფული ყოველთვის 1:1-ით არის მხარდაჭერილი. 

ადრე კრიპტო ბირჟის წარმომადგენლებმა კომენტარი გააკეთეს FTX-თან მსგავსებებზე. კომპანიამ Binance-ზე დიდი ტრანზაქციების მონაცემებს მიზანმიმართული დეზინფორმაცია უწოდა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.