Jump to content

Steam-ის თებერვლის სტატისტიკაში გამოჩნდა GeForce RTX 4000 სერიის კიდევ ორი ვიდეო ბარათი


Recommended Posts

იანვარში Steam-ის სტატისტიკაში შედგა GeForce RTX 4090 ვიდეო ბარათის დებიუტი. თებერვლის შეჯამებით გეიმინგ პლატფორმის სტატისტიკაში მოხვდა RTX 40 სერიის კიდევ ორი გრაფიკული ამაჩქარებელი - GeForce RTX 4080 და RTX 4070 Ti. თვის დინამიკაში პირველი მათგანი მოხვდა პლატფორმის მომხმარებლების 0.20%-ში, მეორე - 0.18%-ში. შესაბამისად, ამაჩქარებლებმა დაიკავეს მეექვსე და მერვე ადგილები აუდიტორიის ზრდის რეიტინგში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: TechSpot 

მომხმარებლებს შორის ყველაზე მეტად გაიზარდა GeForce RTX 30 სერიის მოდელების წილი. ყველაზე დიდი ზრდა დააფიქსირა GeForce RTX 3060 მოდელმა. მას მოსდევს მობილური ვერსია GeForce RTX 3060 Ti. მეხუთე ადგილზეა დესკტოპ ვარიანტი GeForce RTX 3060 Ti. მომხმარებლების ზრდა ასევე დაფიქსირდა მოდელებში - GeForce RTX 3070, RTX 3050 და RTX 3070 Ti. მფლობელების ზრდის დინამიკაში მესამე ადგილზეა ძველი თაობის ვიდეო ბარათი GeForce RTX 2060. 

image.png 

ვიდეო ბარათების მფლობელების ზრდის დინამიკა თებერვალში 

თუ ვისაუბრებთ პლატფორმა Steam-ის ყველაზე პოპულარულ ვიდეო ბარათებზე, პირველ ადგილს კვლავ GeForce GTX 1650 იკავებს, რომელმაც გასული წლის ნოემბერში ამ პოზიციაზე GeForce GTX 1060 მოდელი ჩაანაცვლა. Radeon RX 7000 ვიდეო ბარათები რეიტინგში კვლავ არ ჩანს. ეს მოდელები გაყიდვაში გამოვიდა NVIDIA Ada Lovelace (GeForce RTX 40-სერია) ბარათების გაყიდვის დაწყების შემდეგ. Radeon გრაფიკულ ამაჩქარებლებს შორის მხოლოდ Radeon RX 6600 XT-მ დააფიქსირა აუდიტორიის ზრდის დადებითი ტენდენცია, მისი მომხმარებლების ბაზა Steam-ზე თებერვალში 0.01%-ით გაიზარდა. 

image.png 

ყველაზე პოპულარული ვიდეო ბარათები Steam-ზე თებერვლის შეჯამებით 

პროცესორების სეგმენტს რაც შეეხება, აქ კვლავ Intel-ის ჩიპები დომინირებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი მომხმარებელთა წილი თებერვალში 0.04%-ით შემცირდა, პლატფორმის მომხმარებლების 67.17% ამ კომპანიის პროცესორებს იყენებს. AMD-ის პროცესორებით სარგებლობს Steam-ის მომხმარებლების 32.8%. 

ოპერაციული სისტემა Windows 11-ის მომხმარებელთა წილი Steam-ზე გასულ თვეში 1.73%-ით გაიზარდა და ახლა 32.06%-ს შეადგენს. Windows 10 თებერვალში მომხმარებელთა 64.68%-მა დაიტოვა (1.41%-ით კლება). ახალი ოპერაციული სისტემის მზარდი პოპულარობის ტენდენცია შეინიშნება არა მხოლოდ Steam-ზე, არამედ მთელ მსოფლიოში. იანვარში მისი ბაზრის წილი 18.1%-მდე გაიზარდა. თავის მხრივ, Windows 10-ის მომხმარებელთა წილი დეკემბრის 82.4%-იანი მაჩვენებლიდან იანვარში 68.8%-მდე შემცირდა. 

Oculus Quest 2 დარჩა ყველაზე პოპულარულ ვირტუალური რეალობის მოწყობილობად თებერვალში. მას იყენებს Steam-ის მომხმარებლების 44.65%. მეორე ადგილზეა Valve Index (17%), მესამეზე - Oculus Rift S (11.96%). 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.