Magdalena Posted March 3, 2023 Share Posted March 3, 2023 Xiaomi-ს მფლობელობაში მყოფმა ბრენდმა Redmi-მ დანერგა 300-ვატიანი სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია. გავრცელებული ინფორმაციით ახალ ტექნოლოგიას 5 წუთზე ნაკლები სჭირდება სმარტფონის ბატარეის ნულიდან 100%-მდე დამუხტვისთვის. სიახლის დასადასტურებლად კომპანიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავს რამდენიმე დეტალს ახალი სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიის შესახებ. ახალი დამუხტვის შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის კონტროლირებად გარემოში ბრენდმა გამოიყენება მოდიფიცირებულილ სმარტფონი Redmi Note 12 Discovery ბატარეის მოცულობით 4100 მა/სთ (ამ სმარტფონის ორიგინალი ვერსიის ბატარეის მოცულობაა 4300 მა/სთ). ბატარეის 0-დან 50%-მდე დამუხტვისთვის საჭირო გახდა 2 წუთი და 11 წამი, ხუთი წუთის შემდეგ კი ბატარეა 100%-ზე იყო დამუხტული. როგორც რესურს GSMArena.com-მა აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ ვიდეო გამოქვეყნდა ოფიციალურ Redmi ანგარიშზე სოციალურ ქსელ Weibo-ში, 300-ვატიანი დამუხტვის სიმძლავრე სიმართლეს არ შეესაბამება. სმარტფონი მხოლოდ 290 ვატს აღწევს დაახლოებით სამი წამის განმავლობაში და შემდეგ იტენება უფრო ნელი სიჩქარით. და გამოცხადებული სიმძლავრე 300 ვატი არის თეორიული მაქსიმუმი, რომლის მიღწევა შეუძლია დამტენს და ბატარეას, თუმცა უსაფრთხოების მიზეზების გამო დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. Redmi-ის თქმით, მცირე ზომის მიუხედავად კვების ადაპტერი აღჭურვილია Double GaN ტექნოლოგიით და აქვს „50-ზე მეტი დონის დაცვა“. როდის იქნება წარმოდგენილი პირველი მასობრივი წარმოების სმარტფონი 300 ვატი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით, ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/ytkzj9ny Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.