Jump to content

Xiaomi-მ წარადგინა 300-ვატიანი დამუხტვა სმარტფონებისთვის


Recommended Posts

Xiaomi-ს მფლობელობაში მყოფმა ბრენდმა Redmi-მ დანერგა 300-ვატიანი სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია. გავრცელებული ინფორმაციით ახალ ტექნოლოგიას 5 წუთზე ნაკლები სჭირდება სმარტფონის ბატარეის ნულიდან 100%-მდე დამუხტვისთვის. სიახლის დასადასტურებლად კომპანიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავს რამდენიმე დეტალს ახალი სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიის შესახებ. 

image.jpeg 

ხალი დამუხტვის შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის კონტროლირებად გარემოში ბრენდმა გამოიყენება მოდიფიცირებულილ სმარტფონი Redmi Note 12 Discovery ბატარეის მოცულობით 4100 მა/სთ (ამ სმარტფონის ორიგინალი ვერსიის ბატარეის მოცულობაა 4300 მა/სთ). ბატარეის 0-დან 50%-მდე დამუხტვისთვის საჭირო გახდა 2 წუთი და 11 წამი, ხუთი წუთის შემდეგ კი ბატარეა 100%-ზე იყო დამუხტული. 

როგორც რესურს GSMArena.com-მა აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ ვიდეო გამოქვეყნდა ოფიციალურ Redmi ანგარიშზე სოციალურ ქსელ Weibo-ში, 300-ვატიანი დამუხტვის სიმძლავრე სიმართლეს არ შეესაბამება. სმარტფონი მხოლოდ 290 ვატს აღწევს დაახლოებით სამი წამის განმავლობაში და შემდეგ იტენება უფრო ნელი სიჩქარით. და გამოცხადებული სიმძლავრე 300 ვატი არის თეორიული მაქსიმუმი, რომლის მიღწევა შეუძლია დამტენ და ბატარეას, თუმცა უსაფრთხოების მიზეზების გამო დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. 

Redmi-ის თქმით, მცირე ზომის მიუხედავად კვების ადაპტერი აღჭურვილია Double GaN ტექნოლოგიით და აქვს „50-ზე მეტი დონის დაცვა“. როდის იქნება წარმოდგენილი პირველი მასობრივი წარმოების სმარტფონი 300 ვატი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით, ჯერჯერობით უცნობია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.