Magdalena Posted March 1, 2023 Share Posted March 1, 2023 ამჟამად Yeston ვიდეო ბარათ Radeon RX 7900 XT-ს ყიდის მხოლოდ 6499 იუანად (დაახლოებით 934 აშშ დოლარი), რაც 900 იუანით იაფია ჩინეთში კომპანიის მიერ დაწესებულ სარეკომენდაციო ფასთან შედარებით. ამ ვითარების საპირისპირო მდგომარეობაა აშშ-ში. იგივე მოდელის შეძენა Newegg-ზე შესაძლებელია 1199 აშშ დოლარად, რაც 300 აშშ დოლარით აღემატება კომპანიის მიერ ამ ბაზარზე დაწესებულ სარეკომენდაციო ფასს. უნდა ითქვას, რომ RX 7900 XT ამჟამად სარეკომენდაციო ფასზე იაფად იყიდება ჩინეთში და Yeston არ არის ერთადერთი მწარმოებელი, რომელმაც ღირებულება შეამცირა. XFX და Sapphire-ც ყიდიან თავიანთი წარმოების Radeon RX 7900 XT-ს 6599 იუანად. ჩინეთის ბაზარზე ფასები ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე აშშ-ში, რაც უკავშირდება ღირებულების გადასახადის დამატებას. თუმცა, ვინაიდან ამჟამად დესკტოპ ბარათების უმეტესობა დამზადებულია აზიაში, ეს ბაზარი, როგორც წესი, ლიდერია ფასების ცვლილებების კუთხით. შეგახსენებთ, რომ ჩინურმა მაღაზიებმა, მაგალითად, შეამცირეს Ryzen 7000 პროცესორების ფასი 2 კვირით ადრე, ვიდრე მსგავსი ქმედება სხვა რეგიონებში განხორციელდებოდა. ჩინური ვებ-გვერდების შეტყობინებებში მოცემულია, რომ RX 7900 XT-ს შეძენა შესაძლებელია სულ რაღაც 5999 იუანად, თუმცა ყველაზე დაბალი ფასი, რომლის პოვნა შესაძლებელია, შეადგენს 6299 იუანს Taobao-ზე. აღსანიშნავია, რომ ფასების შედარების ცხრილში მოცემული ყველა ბარათის ყიდვა ამჟამად სარეკომენდაციო ფასზე ნაკლებადაა შესაძლებელი. ეს შესანიშნავი სიახლეა ჩინელი გეიმერებისთვის და მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში გლობალურ ბაზარზეც მოახდეს გავლენას. ამასთან, NVIDIA და AMD, სავარაუდოდ, მეორე კვარტლის ბოლოსთვის გამოუშვებენ მომდევნო თაობის საშუალო კლასის მოდელებს. https://tinyurl.com/8u8e3dt5 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.