Jump to content

AMD Radeon RX 7900 XT კიდევ იაფდება


Recommended Posts

image.jpeg 

ამჟამად Yeston ვიდეო ბარათ Radeon RX 7900 XT-ს ყიდის მხოლოდ 6499 იუანად (დაახლოებით 934 აშშ დოლარი), რაც 900 იუანით იაფია ჩინეთში კომპანიის მიერ დაწესებულ სარეკომენდაციო ფასთან შედარებით. ამ ვითარების საპირისპირო მდგომარეობაა აშშ-ში. იგივე მოდელის შეძენა Newegg-ზე შესაძლებელია 1199 აშშ დოლარად, რაც 300 აშშ დოლარით აღემატება კომპანიის მიერ ამ ბაზარზე დაწესებულ სარეკომენდაციო ფასს. 

უნდა ითქვას, რომ RX 7900 XT ამჟამად სარეკომენდაციო ფასზე იაფად იყიდეა ჩინეთში და Yeston არ არის ერთადერთი მწარმოებელი, რომელმაც ღირებულება შეამცირა. XFX და Sapphire-ც ყიდიან თავიანთი წარმოების Radeon RX 7900 XT-ს 6599 იუანად. 

image.png 

ჩინეთის ბაზარზე ფასები ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე აშშ-ში, რაც უკავშირდება ღირებულების გადასახადის დამატებას. თუმცა, ვინაიდან ამჟამად დესკტოპ ბარათების უმეტესობა დამზადებულია აზიაში, ეს ბაზარი, როგორც წესი, ლიდერია ფასების ცვლილებების კუთხით. შეგახსენებთ, რომ ჩინურმა მაღაზიებმა, მაგალითად, შეამცირეს Ryzen 7000 პროცესორების ფასი 2 კვირით ადრე, ვიდრე მსგავსი ქმედება სხვა რეგიონებში განხორციელდებოდა. 

ჩინური ვებ-გვერდების შეტყობინებებში მოცემულია, რომ RX 7900 XT-ს შეძენა შესაძლებელია სულ რაღაც 5999 იუანად, თუმცა ყველაზე დაბალი ფასი, რომლის პოვნა შესაძლებელია, შეადგენს 6299 იუანს Taobao-ზე. 

image.png 

აღსანიშნავია, რომ ფასების შედარების ცხრილში მოცემული ყველა ბარათის ყიდვა ამჟამად სარეკომენდაციო ფასზე ნაკლებადაა შესაძლებელი. ეს შესანიშნავი სიახლეა ჩინელი გეიმერებისთვის და მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში გლობალურ ბაზარზეც მოახდეს გავლენას. ამასთან, NVIDIA და AMD, სავარაუდოდ, მეორე კვარტლის ბოლოსთვის გამოუშვებენ მომდევო თაობის საშუალო კლასის მოდელებს. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.