Jump to content

Mercedes-Benz-ის ავტომობილებს ექნება „სუპერკომპიუტერის წარმადობა“ და Google-ის სერვისები


Recommended Posts

Mercedes-Benz-მა განაცხადა Google-თან ერთად ნავიგაციის სფეროში ახალი პროექტის დაწყების შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ გეგმავს თითოეულ მანქანაში უზრუნველყოს უამრავი სენსორით აღჭურვილი „სუპერკომპიუტერის დონის წარმადობა“, რაც აუცილებელია ავტოპილოტირების პლატფორმის მუშაობისთვის - ეს კომპანიას ხელს შეუწყობს Tesla-სა და ახალ ჩინურ ბრენდებთან კონკურენციაში - წერს Reuters. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: mercedes-benz.com 

თანამედროვე მანქანათმშენებელი კომპანიები ხშირად იყენებენ მოდელს, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ფუნქციების ნაკრებისა და მანქანის მახასიათებლების რეგულირების საშუალებას იძლევა - მომხმარებლის სურვილის შესაბამისად აქტიურდება ესა თუ ის შესაძლებლობა, როგორც წესი, დამატებითი თანხის ფასად. Mercedes-Benz-მა ამ მიდგომის გამოყენება გადაწყვიტა ჯერ კიდევ 2020 წელს NVIDIA-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში: მომხმარებლები ავტომობილში იღებენ მძლავრ ჩიპს, ამასთან ორი კომპანიის ხარჯები მაღალი არ არის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მძღოლი ჩიპის ყველა ხელმისაწვდომ ფუნქციას არ გაააქტიურებს. პროექტიდან მიღებული შემოსავალი Mercedes-Benz-სა და NVIDIA-ს შორის იყოფა. 

Mercedes-Benz-თან ერთობლივი პროექტი წამოიწყო ავტოპილოტირებისთვის განკუთვნილი სენსორების მწარმოებელმა Luminar Technologies-მა, რომელშიც გერმანული საავტომობილო ბრენდი მცირე წილს ფლობს. მრავალმილიარდიანი შეთანხმების ფარგლებში ათწლეულის შუა პერიოდისთვის ამ სენსორებით იქნება აღჭურვილი Mercedes-ის ავტომობილების ფართო სპექტრი - სიახლის გახმაურების შემდეგ Luminar-ის აქციების ფასი 25%-ით გაიზარდა. 

და ბოლოს, გერმანულმა კომპანიამ განაცხადა Google-თან თანამშრომლობის დაწყების შესახებ: ამერიკული პარტნიორი Mercedes-Benz-ს მიაწვდის სანავიგაციო მონაცემებს, აქტუალურ ინფორმაციას საგზაო მოძრაობის შესახებ, მძღოლები კი შეძლებენ YouTube-ის გამოყენებას საინფორმაციო-გასართობ სისტემაში - ვიდეოზე წვდომა განიბლოკება მანქანის გაჩერებისას, ან მესამე დონის ავტოპილოტირების სისტემის გააქტიურების დროს 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.