Jump to content

NVIDIA აფიქსირებს გეიმინგ გრაფიკულ ბარათებზე მოთხოვნის აღდგენის ნიშნებს


Recommended Posts

კომპანია NVIDIA-მ გასული ფისკალური კვარტალი დაასრულა გეიმინგ სეგმენტში შემოსავლის 46%-იანი კლებით 1.83 მლრდ აშშ დოლარამდე წლიური შედარებით, რის მიზეზადაც დაასახელა პანდემიის პერიოდში მაღალი ბაზის თანამდევი დინამიკა, ასევე დაგროვებული ჭარბი პროდუქცია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

კომპანიის ფინანსურ დირექტორ Colette Kress-ის თქმით შემოსავალი გეიმინგიდან მეოთხე კვარტალში შეიძლება გაზრდილიყო, რომ არა გეიმინგ კონსოლების კომპონენტების გაყიდვების შემცირება. ცხადია, ამ კონტექსტში საუბარი ეხება Nintendo Switch გეიმინგ კონსოლებისთვის განკუთვნილ NVIDIA პროცესორებს, რომლებიც უკვე კარგავენ პოპულარობას სასიცოცხლო ციკლის ამ ეტაპზე. 

მთლიანი ფისკალური წლის შეჯამებით NVIDIA-ს გეიმინგ სეგმენტის შემოსავალი 27%-ით 9.1 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა და ამ შემთხვევაშიც კომპანია ადანაშაულებს მარაგების კორექციას პანდემიის პერიოდის შემდეგ, ასევე საყოველთაო სუსტ მაკროეკონომიკას და განსაკუთრებით გამოყოფს ჩინეთში ცოტა ხნის წინ არსებულ ლოქდაუნს. შესაბამისად, მეოთხე კვარტალში გეიმინგ მიმართულებიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა, NVIDIA-ს წარმომადგენლის თქმით, Ada Lovelace სერიის GeForce RTX გრაფიკულ პროცესორებზე მაღალი მოთხოვნის წყალობით.  

წლიურ შედარებაში კლება ასახავს მარაგების კორექციის გავლენას, რაც დიდწილად უკვე უკან მოვიტოვეთ. მეოთხე კვარტალში მოთხოვნა ტრადიციულად სტაბილური იყო უმეტეს რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი დაზარალდა COVID-თან დაკავშირებული შეფერხებებით, ჩვენ ვხედავთ ამ ბაზრის აღდგენის პირველ ნიშნებს. გეიმერები ენთუზიაზმით ხვდებიან RTX 4090, 4080, 4070 Ti დესკტოპ გრაფიკულ პროცესორებს, ბევრ საცალო და ონლაინ-მაღაზიაში სწრაფად იყიდება მარაგში არსებული ვიდეო ბარათები“ - განაცხადა კვარტალური ანგარიშის ღონისძიებაზე კოლეტ კრესმა. 

NVIDIA-ს ფინანსური დირექტორის თქმით GeForce RTX 4090-ის ტრიუმფალური გამოჩენა  Steam-ის პოპულარული გრაფიკული ბარათების რეიტინგში ასახავს გეიმერების სურვილს, შეიძინონ მაღალი დონის გრაფიკული მოწყობილობები. კომპანიის მენეჯმენტი კმაყოფილია გეიმინგ ლეპტოპების სეგმენტში Ada Lovelace არქიტექტურის გაფართოების ტემპით. ამ არქიტექტურის ბაზაზე შეიქმნება ლეპტოპის 170-ზე მეტი მოდელი გეიმერებისა და კონტენტის შემქმნელებისთვის. გასულ თვეში ქლაუდ სერვის GeForce Now-ს აბონენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა სატარიფო გეგმა, რომელიც გეიმერებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ GeForce RTX 4080-ის რესურსები. ამჟამად 100-ზე მეტ ქვეყანაში 25 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს სერვისს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.