Jump to content

Microsoft-მა და NVIDIA-მ გამოაცხადეს გეიმინგ თანამშრომლობის 10 წლით გაფართოების შესახებ


Magdalena

Recommended Posts

Microsoft-მა და NVIDIA-მ გამოაცხადეს ათწლიანი პარტნიორობის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს Xbox-ის პერსონალურ კომპიუტერებისთვის განკუთვნილი თამაშების გადატანას ქლაუდ სერვის NVIDIA GeForce NOW-ში, რომელიც  მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში 25 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოიცავს. შეთანხმება გეიმერებს საშუალებას მისცემს გადაიტანონ Xbox PC თამაშები GeForce NOW-დან კომპიუტერებზე, macOS-ზე, Chromebook-ებზე, სმარტფონებზე და სხვა. იგი ასევე საშუალებას იძლევა მოხდეს Activision Blizzard-ის თამაშების, მაგალითად Call of Duty-ს, ტრანსლირება GeForce NOW-ზე მას შემდეგ, როდესაც დასრულდება Activision Microsoft-ის შეძენის გარიგება. 

„Xbox აგრძელებს მცდელობას, რომ ხალხს მეტი არჩევანი მისცეს და თამაშის გამოცდილების გაფართოების გზები მოძებნოს. ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს NVIDIA-ს თამაშების კატალოგის გაფართოებას, ასევე დეველოპერებისთვის უზრუნველყოფს მეტ ვარიანტს თამაშის სტრიმინგისთვის. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გეიმერებს შევთავაზოთ უფრო მეტი გზა, ითამაშო საყვარელი თამაშები“ - განაცხადა Microsoft Gaming-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილ სპენსერმა. 

image.png 

Xbox-ის საკუთარი თამაშების მდიდარი კატალოგის შერწყმა GeForce NOW-ს მაღალი წარმადობის სტრიმინგ შესაძლებლობებთან განაპირობებს ქლაუდ თამაშების მასობრივ გავრცელებას და მოეწონება ნებისმიერი დონისა და გამოცდილების მქონე გეიმერს. ამ პარტნიორობის შედეგად მსოფლიოს მრავალი ყველაზე პოპულარული თამაში ხელმისაწვდომი იქნება ქლაუდიდან ერთი დაწკაპუნებით მილიონობით გეიმერისთვის“, - განაცხადა ჯეფ ფიშერმა, GeForce-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა NVIDIA-ში. 

პარტნიორობა აფართოებს გეიმერებისთვის არჩევანს და ამსუბუქებს NVIDIA-ს შეშფოთებას Microsoft-ის მიერ Activision Blizzard-ის შეძენის შესახებ. ამიტომ, NVIDIA-ს შეთავაზებაა სრული მხარდაჭერა მარეგულირებელი ორგანოების მიერ ნებართვის მიღებისთვის. 

Microsoft და NVIDIA დაიწყებენ Xbox PC თამაშების ინტეგრირებას GeForce NOW-ში, რათა GeForce NOW-ის წევრებმა შეძლონ Windows Store-დან შეძენილი თამაშების სტრიმინგი, მათში ასევე შედის გარე პარტნიორების თამაშები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სტრიმინგის უფლებები NVIDIA-ს მიერ. GeForce NOW-ს მეშვეობით ასევე შესაძლებელი იქნება პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი Xbox-თამაშების სტრიმინგი გარე მაღაზიებში, როგორებიცაა Steam და Epic Games Store 

შეთანხმების შესახებ ინფორმაცია Microsoft-ის მიერ ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გახდა ცნობილი. კომპანიამ იმავე დღეს გამოაცხადა, რომ გააფორმა ათწლიანი ხელშეკრულება Call of Duty-ის Nintendo-ზე შემოტანის შესახებ Activision-თან შერწყმის შემდეგ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.