Jump to content

Nissan 2025 წელს წარადგენს Juke-ის, Rogue-ისა და Rogue Sport-ის ელექტრო მოდელებს


Recommended Posts

იაპონური მანქანათმშენებელი კომპანია Nissan თვლის, რომ თუ მის სამომავლო ელექტრომობილებს ნაცნობი სახელები ექნება, ეს მათ უკეთ გაყიდვას შეუწყობს ხელს. ამ მიზეზით იგი აპირებს 2025 წელს გამოუშვას Juke-ის, Rogue-ის და Rogue Sport-ის ელექტრო მოდელები. კომპანიის ევროპული ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვერილება მიღებულ იქნა პოპულარულ ჰიბრიდულ სისტემა Nissan e-Power-ზე დაყრდნობით. 

image.jpeg 

მ უნიკალურმა სისტემამ Nissan-ს ხელი შეუწყო Qashqai-ს (აშშ-ში ეწოდება Rogue Sport) გაყიდვების შესამჩნევ ზრდას 2022 წელს. სტანდარტული დატენვადი ჰიბრიდებისგან (plug-in) განსხვავებით ჰიბრიდ Qashqai e-Power-ში გამოყეებულია ICE ტრანსმისია აკუმულატორის კვებისთვის, რომელიც თავის მხრივ ელექტროძრავს კვებავს. 

image.jpeg 

ასეთივე სისტემა გამოიყენა Audi-მ თავისი ელექტრომობილის კვებისთვის დაკარში მოწყობილ რბოლაზე. მისი დანერგვა უფრო მარტივია ტრადიციულ აკუმულატორ-ელექტრო ძრავის სისტემასთან შედარებით. Nissan Europe-ის გენერალური დირექტორი Guillaume Cartier თვლის, რომ e-Power ჰიბრიდული ტრანსმისია კიდევ უფრო პოპულარულს გახდის ელექტრომობილებს. 

image.jpeg 

„გარდამავალ პროცესში ჩვენ თავდაპირველად ვიყენებთ e-Power-ს, სანამ სუფთა ელექტრო BEV-ებზე გადავალთ“, ამბობს კარტიე. „ახლა დგება e-Power-ის დრო, რომლის უპირატესობები უნდა გამოვიყენოთ Qashqai მოდელებში“. 

Nissan აპირებს X-Trail-ის (აშშ-ში Rogue) ელექტრიფიცირებასაც. 2021 წელს ევროპაში Nissan-მა გაყიდა მხოლოდ 2380 ასეთი მოდელი. შედარებისთვის, Nissan Ariya, რომელიც მთელი წელი არ იყო ხელმისაწვდომი, 3182 ერთეული გაიყიდა. 

image.jpeg 

Rogue და Rogue Sport EV სავარაუდოდ იმუშავებენ Renault-Nissan-Mitsubishi ალიანსის მიერ შემუშავებულ Common Module Family (CMF) პლატფორმაზე. ამ თანამშრომლობის შედეგად შეიძლება გამოვიდეს მრავალი საინტერესო ელექტრო მანქანა, ძირითადად Mitsubishi-სგან. 

Nissan ამჟამად ამ პლატფორმას იყენებს Nissan Ariya-ში. შესაძლოა, Rogue-სა და Rogue Sport-ზე მოთხოვნა უფრო დიდი აღმოჩნდეს. 

image.jpeg 

იაპონური ბრენდი მიზნად ისახავს 2030 წლისთვის ელექტრომობილების წილი მთლიან გაყიდვებში 50%-მდე გაზარდოს, მომდევნო ათწლეულში კი - გაყიდოს მხოლოდ ელექტრომობილები. Nissan-ის გლობალური დიზაინის ვიცე-პრეზიდენტმა ნიუ-იორკის ავტოსალონზე 2022 წელს განაცხადა, რომ მოხარულია უარი თქვას Leaf-ისა და Ariya-ს მსგავსი ავტონომიური ელექტრომობილების გამოშვებაზე და გამოუშვას იმ ძველი მოდელების ელექტრიფიცირებული ვერსიები, როგორებიცაა Pathfinder, Frontier და Z-იც კი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.