Jump to content

Tesla 2022 წელს ელექტრიფიცირებული ავტომობილების გაყიდვით მეორე ადგილზე გავიდა


Recommended Posts

გასულ წელს მთელ მსოფლიოში გაიყიდა 10.83 მილიონი ავტომობილი ელექტროძრავით, რომელთაც სვლის მარაგის შევსება ელექტროქსელიდან შეუძლიათ - ესენია ელექტრომობილები და დატენვადი ჰიბრიდები. ხსენებული მაჩვენებელი 61.3%-ით მეტია 2021 წელს გაყიდულ ავტომობილებთან შედარებით. SNE Research-ის ანალიტიკოსების პროგნოზით მიმდინარე წელს გაიყიდება 14.78 მილიონი ელექტრომობილი და დატენვადი ჰიბრიდი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: BYD 

როგორც ბევრმა წყარომ უკვე დაადასტურა, ჩინურმა კომპანია BYD-მა მოახერხა გამხდარიყო მსოფლიო ლიდერი ელექტრომობილებისა და დატენვადი ჰიბრიდების გაყიდვებში 2022 წელს, გაყიდვები გაიზარდა 204.6%-ით 1.87 მილიონ ერთეულამდე. თუმცა სრულად ელექტრომობილების გაყიდვების მოცულობით ჩინური კომპანია ჯერ ჩამორჩება Tesla-ს, რომელმაც გაყიდა 1.31 მილიონი მანქანა - 40%-ით მეტი გასულ წელთან შედარებით. 

SNE Research-ის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს ჩინური კონცერნი SAIC 978 ათასი გაყიდული მანქანით, მისი გაყიდვების მოცულობა სოლიდური 43.1%-ით გაიზარდა. მეოთხე ადგილზეა კონცერნი Volkswagen, რომელიც მთლიანობაში მანქანათმშენებელი კომპანიების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. გასული წლის შედეგების მიხედვით გერმანულმა გიგანტმა შეძლო ელექტრიფიცირებული მოდელების მიწოდების გაზრდა მხოლოდ 8.8%-ით 815 ათას ერთეულამდე. ჩინური Geely, რომელიც აკონტროლებს ათეულობით ბრენდს, მეხუთე ადგილზე გავიდა 646 ათასი გაყიდული ელექტრფიცირებული მანქანით, რაც 111.8%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.  

Hyundai Motor Group მეექვსე ადგილზეა 510 ათასი რეალიზებული მანქანით და 40.9%-იანი ზრდის მაჩვენებლით. ამავე დროს კორეულმა ავტოგიგანტმა გადალახა 100 ათასი ელექტრიფიცირებული ერთეულის რეალიზაციის ბარიერი აშშ-ის ტერიტორიაზე 2014 წელს ადგილობრივ ბაზარზე შესვლის შემდეგ. მთელი ამ დროის განმავლობაში გაიყიდა 51266 KIA, 51096 Hyundai და 1964 Genesis-ის ეგზემპლარი. 

გასულ წელს გაყიდული ელექტრიფიცირებული მანქანების საერთო მოცულობიდან ჩინეთზე მოდიოდა 6.56 მილიონი ერთეული (+97,1 %), ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვები გაიზარდა 49.8%-ით, ხოლო ევროპაში - მხოლოდ 11.2%-ით. როგორც SNE Research-ის ექსპერტები ელოდებიან, მიმდინარე წელს ელექტრომობილებისა და დატენვადი ჰიბრიდების მსოფლიო რეალიზაციის მოცულობა გაიზრდება 14.78 მილიონ ერთეულამდე, ამასთან, ჩინეთში ზრდის ტემპი შემცირდება, ხოლო შეერთებულ შტატებში შესაძლოა გაიზარდოს მიზნობრივი სუბსიდიების შემოღების გამო. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.