Jump to content

Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დაასახელა Bitcoin-ბიზნესისთვის ხელსაყრელი ქვეყნები


Recommended Posts

image.jpeg 

კრიპტოვალუტების ანტრეპრენერებმა უნდა განიხილონ Bitcoin-ის ინდუსტრიის ხელსაყრელი რეგულირების მქონე ქვეყანაში გადასვლა. ამის შესახებ Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-Twitter Spaces-ზე გამოსვლისას განაცხადა.  

ასეთ იურისდიქციებად იგი მიიჩნევს დუბაის (გაერთიანებული ემირატებს), ბაჰრეინსა და საფრანგეთს. 

“თუ სერიოზულად ხართ განწყობილი საკუთარი პროექტის მიმართ, ახალ ქვეყანაში გადასვლა შესაძლოა არ იყოს ცუდი ვარიანტი“ - განაცხადა Zhao-. 

Binance-ის ხელმძღვანელის რჩევამ გაიჟღერა აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან ინდუსტრიის რეგულირების გამკაცრების ფონზე. კერძოდ, საუბარია ნიუ-იორკის შტატის ფინანსური მომსახურების დეპარტამენტის მიერ ინფრასტრუქტურულ კომპანია Paxos-ის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე. მოგვიანებით მარეგულირებელმა ორგანომ კომპანიას უბრძანა შეწყვიტოს Binance USD (BUSD) Stablecoin-ის გამოშვება. SEC-მა ასევე გამოაცხადა მზადყოფნა - უჩივლოს Paxos-ს.  

Changpeng Zhao-მიუთითა ინდუსტრიაში გაბატონებულ გაურკვევლობაზე და  მარეგულირებელ ორგანოებთან აქტიური ურთიერთობისკენ მოწოდება გააკეთა. 

„მარეგულირებლების უმეტესობა ამბობს, რომ მზად არიან დიალოგისთვის, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ყველა ანტრეპრენერს აქვს ეს წვდომა, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საქმე ეხება რეპუტაციის არმქონე სტარტაპებს“, - განაცხადა Zhao-. 

მან აღნიშნა, რომ ინდუსტრიის ახალბედებს აუცილებლად დასჭირდებათ იურიდიული კონსულტაცია, რათა „არ გადაკვეთონ მარეგულირებლების მიერ დაწესებული არცერთი წითელი ხაზი“. 

Uniswap-ის დამფუძნებელი ჰეიდენ ადამსი ასევე შეუერთდა კრიტიკას. 

„სირცხვილია აშშ-ის მცდელობების ყურება კრიპტოსფეროს საკითხებში. ინოვაციური კომპანიები საზღვრის დატოვების დამატებით სტიმულს იღებენ. ეს იგივეა, 30 წლის წინ ხელისუფლებას ქვეყანაში ინტერნეტის განვითარება რომ აეკრძალა“ - დაწერა მან. 

შეგახსენებთ, თებერვლის დასაწყისში SEC-მა გამოძიება დაიწყო კრიპტო პლატფორმა Kraken-ის მიერ ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის შესახებ აშშ-ის მომხმარებლებისთვის პროდუქტების შეთავაზებისას. მორიგების ფარგლებში ბირჟა დათანხმდა დაეხურა სტეიკინგის პროგრამა და გადაეხადა ჯარიმა 30 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.