Jump to content

გამოჩნდა სამომავლო ვიდეო ბარათ NVIDIA RTX 4070-ის AD104 გრაფიკული პროცესორის ფოტო


Recommended Posts

image.jpeg 

NVIDIA-ს ჯერ არ გამოუშვია და არც დაუანონსებია GeForce RTX 4070. ამჟამად დესკტოპ კომპიუტერებისთვის განკუთვნილი ვიდეო ბარათების ხაზი წარმოდგენილია შემდეგი მოდელებით: GeForce RTX 4090 (AD102-300-A1), GeForce RTX 4080 16 გბ (AD103-300-A1) და GeForce RTX 4070 Ti (AD104-400-A1). კომპანია თავდაპირველად გეგმავდა შემოეთავაზებინა მოდელი GeForce RTX 4080 ნაკლები (12 გბ) ვიდეომეხსიერებით და ნაკლები CUDA ბირთვით, თუმცა საბოლოოს იგი გარდაიქმნა GeForce RTX 4070 Ti-დ. 

თუ MEGAsizeGPU-ის (@Zed_Wang) მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული ფოტო რეალურია, გამოდის, რომ GeForce RTX 4070-ს ექნება Ti მოდელებში განავსებულ გრაფიკულ პროცესორ AD104 Ada Lovelace-ის შემცირებული ვერსია. ქვემოთ მოცემულია ორი ვიდეო ბარათის მახასიათებლების შედარება: 

  • GeForce RTX 4070 Ti: 7680 CUDA ბირთვი, 2310 მჰც საბაზისო სიხშირე, 2610 მჰც boost სიხშირე, 12 გბ GDDR6X მეხსიერება, 192-ბიტიანი სალტე, 800$ საცალო ფასი; 

  • GeForce RTX 4070: 5888 CUDA ბირთვი, 1920 მჰც საბაზისო სიხშირე, 2475 მჰც boost სიხშირე, 12 გბ GDDR6X მეხსიერება, 192-ბიტიანი სალტე, საცალო ფასი უცნობია. 

თუ ეს მახასიათებლები აქტუალურია, მოსალოდნელია CUDA ბირთვების რიცხვის 23.3%-ით შემცირება და უფრო დაბალი ტაქტის სიხშირეები. GeForce RTX 4070 Ti უზრუნველყოფს 40 Tflops გრაფიკულ წარმადობას, ჩვეულებრივი GeForce RTX 4070 მუშაობს 29 Tflops-ზე. 

რაც არ შეცვლილა, ეს არის მეხსიერების კონფიგურაცია. როგორც სტანდარტულ, ისე Ti ვერსიას ექნება 12 გბ GDDR6X მეხსიერება 192-ბიტიანი სალტით, რაც უზრუნველყოფს 504 გბ/წმ სიჩქარეს. 

image.jpeg 

სევე ცნობილია, რომ ხელმისაწვდომი იქნება AD104-250 GPU-ის ორი ვერსია:  ერთი - ეტალონური ვიდეო ბარათებისთვის (PG141-SKU343), მეორე კი Founders Edition მოდელებისთვის (PG141-SKU344). გარდა ამისა, ვრცელდება ხმები, რომ ზოგიერთ ეტალონურ მოდელში (PG141-SKU345) წარმოდგენილი იქნება ვარიანტი AD104-251-A1, ე.ი. გამოვა ჯამში სამი SKU. @hkepcmedia-ს თანახმად 250 ვერსიისთვის საჭირო იქნება ძაბვის შედარების წრე, 251 ვერსიისთვის - არა. 

რაოფიციალური ცნობებით GeForce RTX 4070 საცალო ვაჭრობაში აპრილში გამოვა. სავარაუდოდ, შესაბამის განცხადებას NVIDIA გააკეთებს ღონისძიება GTC-ზე 20-23 მარტს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.