Jump to content

LG Display და SK hynix გამოუშვებენ Micro-OLED დისპლეებს Meta-სთვის


Recommended Posts

კომპანია Meta, რომელიც ქმნის და აწარმოებს ვირტუალური და შერეული რეალობის ჰედსეტებს, აპირებს ითანამშრომლოს სამხრეთკორეულ SK hynix-სა და LG Display-თან Micro-OLED დისპლეების წარმოების მიზნით, აცხადებს The Elec. LG Display არის OLED პანელების მსოფლიოში წამყვანი მწარმოებელი Samsung-თან ერთად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: SK hynix 

LG Display-მ ცოტა ხნის წინ შეთანხმება დადო მეხსიერების ჩიპებისა და სხვა ნახევრადგამტარი კომპონენტების მწარმოებელ SK hynix-თან Micro-OLED დისპლეების ერთობლივი შემუშავება-წარმოების მიმართულებით. LG-ს Meta-სთან ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა კიდევ უფრო ადრე, მალე კი სოციალური ქსელის გიგანტთან ამავე ხელშეკრულებას დადებს SK hynix. ახალი ალიანსი განიხილავს Meta-სთვის ახალი ეკრანის შექმნას სილიკონზე, SK hynix უშუალოდ გამოუშვებს სილიკონის ფირფიტებს, LG Display-ს კი დაეკისრება ფინალური სამუშაო - ფირფიტაზე OLED-ელემენტების დატანება და მოჭრა საჭირო ზომებზე. 

Micro-OLED - ეს არის OLED პანელები, რომლებშიც გამოყენებულია სილიკონის ფირფიტები მინის ან პლასტმასის ნაცვლად და უზრუნველყოფენ ულტრამაღალ გაფართოებას, რისი წყალობით ამ ტიპის დისპლეები ოპტიმალურია შერეული რეალობის ჰედსეტებში გამოყენებისთვის. შესაძლებელია უფრო თხელი და კომპაქტური დისპლეების შექმნა, ამასთან უზრუნველყოფილია უკიდურესად მაღალი გაფართოება - ამიტომ აპირებს Meta ასეთი ეკრანების გამოყენებას შერეული რეალობის ჰედსეტებში. 

IT გიგანტს არ აქვს საკუთარი საწარმო, ამიტომ სჭირდება სამხრეთკორეელი პარტნიორების დახმარება. ცნობილია, რომ LG Display-ს აქვს საკუთარი საწარმოო სიმძლავრე ტრადიციული პანელების გამოშვებისთვის, მაგრამ არ აწარმოებს სილიკონის ფირფიტებს, ამიტომ გახდა საჭირო SK hynix-თან თანამშრომლობა. 

SK hynix გეგმავს სამხრეთ კორეაი არსებული M10 ხაზის გამოყენებას, რომელიც ქვეყანაში მისი მთავარი საწარმოო ჰაბია. ადრე M10-იდან გამოდიოდა მხოლოდ DRAM-მოდულები, თუმცა ამჟამად იწარმოება CMOS-მატრიცებიც კამერებისთვის. ამავე რეგიონში ასევე არის M14 და M16 საწარმოო ხაზებიც, რომლებიც ასევე DRAM-ს უშვებენ. M10-ს შეუძლია თვეში 100 ათასი 12-დუიმიანი ფირფიტის წარმოება. The Elec-ის წყაროს მონაცემებით უახლოეს წლებში კომპანია გეგმავს ამ ხაზზე აწარმოოს 30 ათასი Micro-OLED ფირფიტა 28-45-ნანომეტრიანი ტექნოლოგიების გამოყენებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.