Jump to content

მობილურ RTX 4080-ს შეუძლია თამაშებში უკან მოიტოვოს RTX 4090


Recommended Posts

Ada Lovelace GeForce RTX 4080 და GeForce RTX 4090 ვიდეო ბარათების მქონე ლეპტოპების ბაზარზე გამოსვლასთან ერთად სხვადასხვა მოდელის უამრავი ტესტის შედეგები გამოჩნდა. როგორ ინსაიდერები გვპირდებოდნენ, შედეგები სასიამოვნოდ გასაოცარია, თუმცა კიდევ უფრო სასიხარულოა მობილური GeForce RTX 4050-ის, GeForce RTX 4060-ისა და GeForce RTX 4070-ის შედეგები. 

image.png 

ComputerBase-ის მიერს ლეპტოპების, MSI Titan GT77HX V13-ისა და XMG Neo 16 E23-ის ტესტირების შედეგად შესაძლებელია რამდენიმე საინტერესო დასკვნის გაკეთება:  

  • ორივე ტოპ ბარათის ენერგომოხმარების დონე დაახლოებით 150 ვატია; 

  • TGP 150 ვატით წარმადობის სხვაობა 9%-ს არ აღემატება; 

  • წარმადობის პარიტეტი მიიღწევა, როდესაც GeForce RTX 4090-ის ენერგომოხმარება მცირდება 120 ვატამდე; 

  • მინიმალური ენერგომოხმარებისას (80 ვატი), GeForce RTX 4090 არის დაახლოებით 30%-ით ნელი GeForce RTX 4080-თან (150 ვატი) შედარებით; 

  • GeForce RTX 4080 მინიმალურ სიმძლავრეზე (60 ვატი) თითქმის 50%-ით ნელია, ვიდრე GeForce RTX 4090 150 ვატზე; 

  • 159 ვატ TGP-ზე მობილური GeForce RTX 4090-ის მაჩვენებელი შეესაბამება დესკტოპ GeForce RTX 3090-სა და Radeon RX 6900 XTXH-ს; 

  • მაქსიმალურ TGP-ზე მობილურ GeForce RTX 4090-ს შეიძლება ეწოდოს დესკტოპ RTX 4070 Ti-ს ანალოგი (±5%); 

  • დესკტოპ GeForce RTX 4080 თამაშებში მობილურ GeForce RTX 4090-ზე სწრაფია დაახლოებით 25%-ით; 

  • მაქსიმალურ TGP-ზე მობილურ GeForce RTX 4080-ს შეიძლება ეწოდოს დესკტოპ RTX 3080-ის ანალოგი; 

  • GeForce RTX 4080 მინიმალური ენერგომოხმარების ლიმიტით GeForce RTX 3060 Ti-ზე ძლიერი არ არის. 

ლეპტოპების მახასიათებლები: 

  • MSI Titan GT77HX V13: Core i9-13950HX, GeForce RTX 4090 

  • XMG Neo 16 E23: Core i7-13700HX, GeForce RTX 4080 

Link to comment
Share on other sites

ოღონდ მობილურ 4090-ზეა საუბარი და არა დესკტოპ 4090-ზე რა თქმა უნდა ეგ 4090 ალბათ ზოგ ნოუტბუკებში მეტზეც დადარზგონდეს შეიძლება, თუმცა დესკტოპ RTX3090 მძლავრი მაინც არ იქნება ეგ ახალი მობილური კარტა როგორც არ უნდა არაზგონო, მაგრამ მაგდენის თავიც რომ აქვთ ეგეც საკვირველია 150 ვატზე 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.