Jump to content

სამხრეთკორეულმა Rebellions-მა წარადგინა ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩიპი, რომელიც NVIDIA A100-ს ენერგოეფექტურობით აღემატება


Recommended Posts

სამხრეთკორეული სტარტაპი Rebellions აწარმოებს ხელოვნური ინტელექტის ჩიპებს სამთავრობო კონტრაქტების მოგების მიზნით - სამხრეთ კორეა იმედოვნებს ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ფეთქებად ზრდას. ჩიპი ATOM არის სამხრეთკორეული ბიზნესის კიდევ ერთი მცდელობა - კონკურენცია გაუწიოს NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სფეროში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Rebellions 

OpenAI-ის ჩეთ-ბოტ ChatGPT-ის გამოჩენით ხელოვნური ინტელექტი აყვავებას განიცდის მსოფლიოში. ბოტს შეუძლია სტატიების, ესეების, ხუმრობების და ლექსების გენერირებაც კი. UBS-ის თანახმად პროგრამა გახდა ყველაზე სწრაფად მზარდი სამომხმარებლო აპლიკაცია ისტორიაში, რამდენიმე თვის წინ გამოჩენის შემდეგ. 

NVIDIA-ს უკავია ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ბაზრის უმეტესი ნაწილი. მაგალითად, Jefferies-ის მიხედვით, დეკემბერში მისმა პროდუქტებმა შეადგინა ექვსი უმსხვილესი ქლაუდ სერვისის გამოთვლითი სიმძლავრის 86%. სამხრეთ კორეა აპირებს განავითაროს საკუთარი ინდუსტრია 800 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციით კვლევასა და განვითარებაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ქვეყანა მზად არის გაზარდოს კორეული ხელოვნური ინტელექტის ჩიპების წილი ადგილობრივ მონაცემთა ცენტრებში პრაქტიკულად ნულიდან 80%-მდე 2030 წლისთვის. 

ATOM განკუთვნილია კომპიუტერული ხედვის სისტემებისა და ჩეთ-ბოტებთან გამოყენებისთვის. იმის გამო, რომ იგი ორიენტირებულია ვიწროდ სპეციალიზებული აპლიკაციებზე, მოიხმარს NVIDIA A100-ის მიერ მოხმარებული ენერგიის მხოლოდ 20%-ს. ეს უკანასკნელი არიყველაზე პოპულარულ ამაჩქარებლებ ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან დაკავშირებული ამოცანების შესასრულებლად. ATOM შემუშავებულია Rebellions-ის მიერ და მზადდება Samsung Electronics-ის კონტრაქტით. 

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებსა და ქვეყნებს, როგორიცაა ტაივანი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია და შეერთებული შტატები, დიდი გეგმები აქვთ ნახევრადგამტარი ინდუსტრიის მხარდასაჭერად, მხოლოდ სამხრეთ კორეა აქცევს ექსკლუზიურ ყურადღებას ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიას. ხელოსუფლება მიიღებს პირდაპირ ზომებს შესაბამისი სეგმენტის მხარდასაჭერად და ემზადება ბაზრის შექმნისთვის, რომელიც გახდება „გამოსაცდელი სივრცე“ ჩიპების წარმოებისთვის - ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე ადგილობრივი მონაცემთა ცენტრები, სავარაუდოდ, გამოიყენებენ მხოლოდ NVIDIA-ს გადაწყვეტილებებს. ცნობილია, რომ SK Telecom-ის შვილობილი კომპანია Sapeon Korea, ისევე როგორც FuriosaAI, რომელსაც მხარს უჭერს კორეის უდიდესი საძიებო სერვისი Naver და კორეის სახელმწიფო განვითარების ბანკი, აპირებენ მონაწილეობა მიიღონ პროექტში ახალი ჩიპის შესაქმნელად. 

NVIDIA-სთან კონკურენციის მიზნით Rebellions აპირებს პარტნიორობა გაუწიოს კორეის სატელეკომუნიაციო, ქლაუდ და მონაცემთა ცენტრის მთავარ ოპერატორ კომპანია KT Corp.-ს. KT-ის მონაცემებით, ეს საშუალებას მისცემს გამოიყენოს როგორც აპარატული, ისე პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შემუშავებული იქნება კორეაში. Rebellions-მა უარი თქვა პროექტის პერსპექტივების შესახებ პროგნოზების გაკეთებაზე. კომპანიამ უკვე შეაგროვა 96 მლნ აშშ დოლარი, რომლის თითქმის მეოთხედი ეკუთვნის KT-ს. ფული ასევე მოდის სხვა წყაროებიდან, მათ შორის სამხრეთ კორეის ხელისუფლებიდან. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.