Jump to content

Amazon-მა Project Kuiper-ის ინტერნეტ-თანამგზავრების გაშვების ნებართვა მიიღო


Recommended Posts

მერიკული კომპანია Amazon კიდევ უფრო მიუახლოვდა მიზანს, დაიწყოს ორბიტაზე საკუთარი ინტერნეტ-თანამგზავრების გაშვება პროგრამა Project Kuiper-ის ფარგლებში. კომპანიამ აშშ-ის კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიისგან ორბიტაზე 3236 აპარატის გაშვების ნებართვა მიიღო, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ვრცელი დაფარვის ინტერნეტი პლანეტის ნებისმიერ წერტილში. ილონ მასკის SpaceX Starlink-ს შესაძლოა ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდეს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Amazon 

არსებული ინფორმაციით, Amazon-მა წინასწარი თანხმობა მარეგულირებლისგან ინტერნეტ-თანამგზავრების გაშვების შესახებ 2020 წელს მიიღო. FCC-მ წინასწარი თანხმობა მისცა ათასობით თანამგზავრის გაშვებას დედამიწის ახლო ორბიტაზე იმ პირობით, რომ Amazon მოგვიანებით წარადგენს გეგმას კოსმოსური ნარჩენების შემცირების შესახებ. ამჟამად მარეგულირებელმა განაცხადა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი გეგმა პირობებს აკმაყოფილებს. FCC-ის საბოლოო დამტკიცება კომპანიას Kuiper-ის თანავარსკვლავედის მოწყობ საშუალებას მისცემს, რათა უზრუნველყოფილ იქნას მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტი მომხმარებლებისთვის მთელ მსოფლიოში“. 

დამტკიცებული კოსმოსური ნარჩენების შემცირების გეგმის ფარგლებში Amazon ყოველ ექვს თვეში ერთხელ FCC-ს მოხსენებებს მიაწვდის „გაშვებული თანამგზავრების რაოდენობისა და მათი უტილიზაციის შესახებ“. თუ Amazon-ს ერთი წლის განმავლობაში აპარატების უტილიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნება, ეს ფაქტიც უნდა აცნობოს მარეგულირებელს. გარდა ამისა, FCC-მ მოითხოვა გარანტია, რომ Amazon შეძლებს ორბიტდან თავისი თანამგზავრები გაიყვანოს მას შემდეგ, როდესაც 7 წლის განმავლობაში მათი ექსპლუატაციის ვადა დასრულდება. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ შემცირდეს კოსმოსური ნარჩენების შეჯახების ალბათობა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურსა და სხვა ორბიტალურ სადგურებთან. 

გასული წლის ოქტომბერში Amazon-მა განაცხადა, რომ Project Kuiper-ის ფარგლებში პირველი ორი თანამგზავრი ორბიტაზე გავა United Launch Alliance-ის ახალ რაკეტა Vulcan Centaur-ით. თავად რაკეტა ამჟამად ჯერ კიდევ ტესტირების ფაზაშია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მისი პირველი რეისი შეიძლება განხორციელდეს უახლოეს თვეებში. 

Amazon-ის მთავარი კონკურენტია ილონ მასკის SpaceX, რომელმაც უკვე გაუშვა 3800-ზე მეტი ინტერნეტ-თანამგზავრი Starlink ორბიტაზე და უზრუნველყოფს საკომუნიკაციო მომსახურებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სხვადასხვა კონტინენტზე, ასევე ზღვასა და ჰაერში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.