Jump to content

გამოვიდა მობილური GeForce RTX 4090-ის მიმოხილვები - ყველაზე სწრაფი და ძვირადღირებული ვიდეო ბარათი ლეპტოპებისთვის


Recommended Posts

პროფილურმა მედიამ და ტექნობლოგერებმა ტესტირებისთვის მიიღეს ლეპტოპების სხვადასხვა მოდელი, რომლებშიც მოცემულია იანვარში გამოფენა CES 2023-ზე წარდგენილი მძლავრი დისკრეტული ვიდეო ბარათები NVIDIA GeForce RTX 4080 და RTX 4090. ერთ-ერთი მიმოხილველია YouTube-არხი Hardware Unboxed, რომელმაც გატესტა ყველაზე ძვირადღირებული ლეპტოპი მობილური GeForce RTX 4090 ბარათით - MSI Titan GT77HX. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Hardware Unboxed 

ამ მოდელის მიმართ  ინტერესს იწვევს არა მხოლოდ მისი მაქსიმალური კომპლექტაციის წარმოუდგენელი ფასი 5300 აშშ დოლარი, არამედ ის ფაქტიც, რომ მასში გამოყენებულ ვიდეო ბარათ GeForce RTX 4090-ს აქვს 150 ვატი მაქსიმალური ენერგომოხმარება, ასევე შესაძლებელია დამატებით 25 ვატი სიმძ₾ავრის გამოყენება ტექნოლოგია Dynamic Boost-ის წყალობით, რომელიც CPU-სა და GPU-ს შორის ანაწილებს სიმძლავრეს ამა თუ იმ სცენარის შესაბამისად. ამრიგად, ამაჩქარებელს შეუძლია მწარმოებლის მიერ გამოცხადებული მაქსიმალური წარმადობის დემონსტრირება, რისი მიღწევაც შეუძლებელია, მაგალითად ვიდეო ბარათის TGP-ის შეზღუდვით 125 ან თუნდაც 80 ვატამდე. სწორედ ამიტომ, მათი არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მწარმოებლის მიერ გამოცხადებული ვიდეო ბარათის სიმძლავრის მაჩვენებელს. 

image.jpeg 

მობილური GeForce RTX 4090-ის წარმადობა მცირეა დესკტოპ GeForce RTX 4090 ბარათთან შედარებით. უფრო მეტიც, მობილური ფლაგმანი ასევე ვერ შეედრება დესკტოპ GeForce RTX 4080-ს მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანში გამოყენებულია ერთი და იგივე GPU AD103 9728 CUDA ბირთვით და იდენტური, 256-ბიტიანი მეხსიერების სალტით. დესკტოპ GeForce RTX 4080-ის ჩიპი მუშაობს გაცილებით მაღალ, 2505 მჰც სიხშირეზე, მობილური GeForce RTX 4090-ის გრაფიკული ჩიპის სიხშირე 2040 მეგაჰერცია. გარდა ამისა, მობილურ ბარათში გამოყენებულია უფრო ნელი, GDDR6 (18 გბ/წმ) სტანდარტის მეხსიერება, დესკტოპ GeForce RTX 4080-ს კი აქვს უფრო სწრაფი GDDR6X (22.4 გბ/წმ). შედეგად მობილური RTX 4090-ის სიჩქარე შეადგენს 576 გბ/წმ-ს, დესკტოპისა კი - 717 გბ/წმ-ს. 

და მაინც, მობილური GeForce RTX 4090 ამჟამინდელი თაობის ყველაზე სწრაფი მობილური გრაფიკული ამაჩქარებელია. იგი მარტივად იტოვებს უკან გასული Ampere თაობის ფლაგმანურ ვიდეო ბარათ GeForce RTX 3080 Ti-ს, რომელსაც იგივე ენერგომოხმარების დონე გააჩნია. ამასთან განსხვავება GeForce RTX 4090-ის სასარგებლოდ იზრდება თამაშებში გაფართოების გაზრდის კუთხით. 

image.jpeg 

4K გაფართოების პირობებში მობილური GeForce RTX 4090 საშუალოდ 58%-ით სწრაფია მობილურ GeForce RTX 3080 Ti-სთან შედარებით. 

image.jpeg 

1440p გაფართოებაზე ახალი ბარათი საშუალოდ 48%-ით სწრაფია GeForce RTX 3080 Ti-სთან შედარებით. წარმადობაში მაქსიმალური განსხვავება 77% კი ფიქსირდება Hardware Unboxed-ის ტესტებში. 

image.jpeg 

1080p გაფართოების თამაშებში თაობებს შორის სხვაობა ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება, თუმცა ახალი ბარათი მაინც აფიქსირებს უპირატესობას: საშუალოდ, იგი 29%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე GeForce RTX 3080 Ti. 

მობილური GeForce RTX 4090-ის (150–175 ვტ) გეიმინგ ტესტები 1440p გაფართოებაზე: 

image.pngimage.pngimage.pngimage.png 

მობილური GeForce RTX 4090-ის (150–175 ვტ) გეიმინგ ტესტები 1080p გაფართოებაზე: 

image.pngimage.pngimage.pngimage.png 

რეითრეისინგის ტექნოლოგიის მქონე თამაშებში მობილური RTX 4090 68%-მდე სწრაფი აღმოჩნდა GeForce RTX 3080 Ti-სთან შედარებით. ახალმა ბარათმა ასეთი სხვაობა დააფიქსირა მაგალითად Cyberpunk 2077-ში, სადაც აჩვენა საშუალოდ 44 კადრი წამში 1440p გაფართოებაზე. შედარებისთვის, მობილური GeForce RTX 3080 Ti უზრუნველყოფს წამში 26 კადრს იმავე პირობებში. ამავე თამაშში 1080p გაფართოებაზე GeForce RTX 4090-ის მაჩვენებელი იყო საშუალოდ 71 fps, ხოლო GeForce RTX 3080 Ti-ს, საშუალოდ 42 fps. 

მობილური GeForce RTX 4090-ის (150–175 ვტ) გეიმინგ ტესტები რეითრეისინგით 1440p და 1080p გაფართოებებზე: 

image.pngimage.pngimage.pngimage.png 

ცხადია, 5300 აშშ დოლარი ღირებულების MSI Titan GT77HX არ არის ერთადერთი ლეპტოპი, რომელიც GeForce RTX 4090 ვიდეო ბარათს გვთავაზობს, გამოვა უფრო ხელმისაწვდომი მოდელებიც. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ GeForce RTX 4080 და RTX 4090 გრაფიკის მქონე ლეპტოპების სარეკომენდაციო ღირებულება ნებისმიერ შემთხვევაში 1999 აშშ დოლარიდან იწყება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.