Jump to content

MSI-მ წარადგინა თეთრი GeForce RTX 4080 Gaming Trio და RTX 4070 Ti Gaming Trio


Recommended Posts

კომპანია MSI-მ წარადგინა თეთრი ფერის ვიდეო ბარათები GeForce RTX 4080 და RTX 4070 Ti Gaming Trio. ორივე მათგანი წარმოდგენილია გრაფიკული პროცესორების მცირე ქარხნული აჩქარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

GeForce RTX 4070 Ti Gaming Trio White-ს საფუძვლად უდევს გრაფიკული პროცესორი AD104-400 სიხშირით 2760 მჰც, რაც 5.7%-ით აღემატება ეტალონურ მაჩვენებელს. ვიდეო ბარათის ენერგომოხმარებაა 285 ვატი - რეკომენდებულია 700+ ვატი კვების ბლოკის გამოყენება. 

image.jpeg 

image.jpeg 

GeForce RTX 4080 Gaming Trio White მოდელის გრაფიკულ ჩიპ AD103-300-ის სიხშირეა 2610 მჰც, რაც ამ ვიდეო ბარათის ეტალონურ ვერსიაზე 4.1%-ით მეტია. ამ მოდელის ენერგომოხმარებაა 320 ვატი და რეკომენდებულია 850+ ვატი კვების ბლოკის გამოყენება. 

image.jpeg 

GeForce RTX 4070 Ti Gaming Trio White 

image.jpeg 

GeForce RTX 4080 Gaming Trio White 

ორივე ვიდეობარათს აქვს სამსლოტიანი გაგრილების სისტემა TRI FROZR 3, რომელშიც გამოყენებულია სამი ქულერი TORX Fan 5.0. ორივე ბარათს აქვს ორმაგი BIOS-ის მხარდაჭერა უხმაურო და მაღალი წარმადობის სამუშაო რეჟიმებით. ვიდეო ბარათებზე მოცემულია RGB განათება, რომელიც იმართება საფირმო აპლიკაციებით MSI Mystic Light Sync და Ambient Link. 

image.png 

კომპანიის განცხადებით ახალი ვიდეო ბარათები გაყიდვაში მიმდინარე თვეში გამოვა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.