Jump to content

Google-მა წარადგინა პასუხი ChatGPT-ზე - Bard AI Bot, რომელზეც მხოლოდ „სწორი ტესტერები“ იქნებიან დაშვებული


Magdalena

Recommended Posts

კომპანია Google-მა გამოუშვა ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატ-ბოტი, სახელად Bard. მოსალოდნელია, რომ იგი გახდება Open AI-ს ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატ-ბოტ ChatGPT-ის პირდაპირი კონკურენტი, რომელმაც ბოლო პერიოდში უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა. Google-ის გადაწყვეტილება მალე ხელმისაწვდომი გახდება შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებისთვის სატესტო გამოშვების ფარგლებში, მოგვიანებით კი საჯარო გახდება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Google 

Bard-ს საფუძვლად უდევს Google-ის მიერ შემუშავებული ენის მოდელი Language Model for Dialogue Application (LaMDA). კომპანიამ განაცხადა, რომ დახურული ტესტის მონაწილეები თავდაპირველად შეძლებენ Bard-ის ჩატ-ბოტთან ინტერაქციას და მომდევნო კვირების განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი საჯარო გახდება. 

„ჩვენ ვმუშაობთ LaMDA-ზე დაფუძნებულ ექსპერიმენტულ სასაუბრო AI სერვისზე, რომელსაც Bard-ს ვუწოდებთ. დღეს კიდევ ერთ ნაბიჯს გადავგამთ წინ, მასზე წვდომას მივცემთ სწორ ტესტერებს მანამ, სანამ იგი ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის უახლოეს კვირებში. თავდაპირველად მას ვუშვებთ LaMDA მოდელის მსუუქი ვერსიით. ამ მცირე მოდელს მნიშვნელოვნად მცირე გამომთვლელი სიმძლავრე სჭირდება, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ მისი მასშტაბირება მომხმარებლების დიდ რაოდენობაზე და მივიღოთ მეტი გამოხმაურება. ჩვენ გავაერთიანებთ გარე გამოხმაურებას ჩვენს საკუთარ შიდა ტესტებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ Bard-ის პასუხები შეესაბამება მაღალ ხარისხს, უსაფრთხოებასა და რეალურ ინფორმაციას. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ტესტირების ეს ეტაპი დაგვეხმარება Bard-ის ხარისხისა და სიჩქარის გაუმჯობესებაში“ - ნათქვამია Google-ის განცხადებაში. 

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ Google ატარეს ახალი ჩატ-ბოტების შიდა ტესტირებებს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმის ჩათვლით, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ChatGPT-ს. სამომავლოდ IT გიგანტი გეგმავს ხელოვნური ინტელექტის ზოგიერთი ალგორითმის ინტეგრირებას საკუთარ საძიებო სისტემასა და სხვა სერვისებში. 

image.jpeg 

საძიებო სისტემაში მალე იხილავთ ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებულ ფუნქციებს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს გადაითარგმნოს რთული მონაცემები ადვილად ასათვისებელ ფორმატებში, რათა მომხმარებლებმა სწრაფად აღიქვან საერთო სურათი და მეტი რამ ინტერნეტიდან: იქნება ეს დამატებითი თვალსაზრისით ძიება, როგორიცაა ადამიანების ბლოგები, რომლებიც უკრავენ ფორტეპიანოზე ან გიტარაზე, ან თემის შესწავლაში ჩაღრმავება, როგორიცაა სწავლება დამწყები მუსიკოსებისთვის“, - განაცხადა Google-ის გენერალურმა დირექტორმა Sundar Pichai-მ.  

კომპანიამ Bard-ის გამოყენების მაგალითად დაასახელა ისეთი რთული თემების გამარტივება, როგორიცაა NASA-ს კოსმოსურ ტელესკოპ „ჯეიმს უების“ მიერ გაკეთებული აღმოჩენების განმარტება ცხრა წლის ბავშვისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.