Jump to content

გაყიდვაში გამოჩნდა Radeon RX 7900 კომპანია MSI-სგან


Recommended Posts

კომპანია MSI-ს არ წარუდგენია თავისი Radeon RX 7900 ვიდეო ბარათები  გასულ წელს ოფიციალური ანონსის შემდეგ და განაცხადა, რომ საფირმო მოდელები მოგვიანებით, 2023 წლის დასაწყისში გამოვიდოდა. ეს მოდელები პირველად გამოჩნდა გამოფენა CES 2023-ზე იანვრის დასაწყისში და ამჟამად ისინი შეინიშნა ამერიკულ სავაჭრო პლატფორმებზე, აცხადებენ TechPowerUp დ VideoCardz Newegg-ის ბმულზე დაყრდნობით. 

image.jpeg 

წყარო: MSI 

მოდელი MSI Radeon RX 7900 XTX Gaming Trio Classic ამერიკულ საცალო სავაჭრო პლატფორმაზე შემოთავაზებულია დაახლოებით 1100 აშშ დოლარად და ეს ფასი 22%-ით აღემატება AMD-ის სარეკომენდაციო ფასს. XT ვარიანტის შემთხვევაში გაზრდილი ფასი ნაკლებად შესამჩნევია და დაახლოებით 5.5%-ს შეადგენს - მოდელი RX 7900 XT Gaming Trio Classic ღირს დაახლოებით 950 აშშ დოლარი. 

RX 7900 Gaming Trio Classic სერია გამოირჩევა MSI-ს ინჟინრების მიერ გაუმჯობესებული PCB-ით, კერძოდ, გამოყენებულია სამი 8-პინიანი კვების კონექტორი ორის ნაცვლად. პრეფიქსი „Classic“ მიუთითებს, რომ გამოყენებულია GAMING გაგრილება RX 6900 სერიის სამი ქულერით, ცვლილებებია შეტანილი დიზაინში, თუმცა უმნიშვნელოდ. ანალოგიური ვარიანტების გამოჩენა ადრე შეინიშნებოდა NVIDIA GeForce RTX 40 სერიაში.  

ჯერჯერობით არ არსებობს სიახლეები MSI-ს გეგმებთან დაკავშირებით - გამოუშვებს თუ არა Radeon RX 7900 ბარათის უფრო თანამედროვე და მოწინავე ვარიანტებს, როგორებიცაა Gaming Trio და Suprim. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.