Jump to content

სმარტფონების გაყიდვები 2013 წლის მინიმუმამდე შემცირდა - ყველაზე მეტად დაზარალდა Xiaomi, Oppo და Vivo


Recommended Posts

კომპანია IDC-მ გამოუშვა ანგარიში გასული წლის განმავლობაში ბაზარზე მიწოდებული სმარტფონების რაოდენობის შესახებ და ერთდროულად ორი ანტირეკორდის შესახებ განაცხადა. პირველ რიგში, გასული წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირებულია კვარტალში სმარტფონების მიწოდების მოცულობის ყველაზე დიდი შემცირება - 18.3%-ით კლება 300.3 მილიონ ერთეულამდე. მეორე, გასული წელი 2013 წლის შემდეგ სმარტფონების მინიმალური რაოდენობის მიწოდებით დასრულდა - მოცულობამ შეადგინა მხოლოდ 1.21 მილიარდი ერთეული, რაც 11.3%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung Electronics 

IDC-ის ანალიტიკოსების თქმით ეს ვითარება აიძულებს მიმდინარე წელს 2.8%-ით სმარტფონების ბაზრის მოსალოდნელი ზრდა განიხილონ, როგორც საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზი, რომელიც შემდგომი გაუარესების საფრთხის წინაშეა. როგორც IDC-ის წარმომადგენლებმა აღიარეს, არასდროს ყოფილა წინასადღესასწაულო კვარტალში სმარტფონების მიწოდების მოცულობა წინა კვარტალზე ნაკლები. საცალო ვაჭრობის სეგმენტში გამყიდველების მთელი აქტივობა, ფაქტობრივად, მხოლოდ მზა სმარტფონების მარაგის შემცირების საშუალებას იძლეოდა, ხოლო მწარმოებლების მხრიდან მიწოდება არ გაიზარდა. 

IDC-ის ექსპერტები ამჟამინდელი ვითარების აღწერას ასე აჯამებენ: „მზარდი ინფლაციისა და მაკროეკონომიკური პრობლემების გამო ნარჩუნდება სამომხმარებლო ხარჯების მაღალი დონე მოსალოდნელზე უფრო მეტად, რაც ბაზრის აღდგენის შესაძლებლობას 2023 წლის ბოლომდე გადაავადებს“. მწარმოებელი კომპანიები მიმდინარე წელს განიხილავენ თავიანი პროდუქციის ხაზებს, გამყიდველები კი განსაკუთრებით ფრხილად მიუდგებიან სასაწყობე მარაგების შევსების საკითხს. მომხმარებლებს შეუძლიათ მიმდინარე წელს ელოდონ მომგებიანი შემოთავაზებების გამოჩენას, განსაკუთრებით მაღალი ფასის სეგმენტში. 

image.png 

ფოტოს წყარო: IDC 

მეოთხე კვარტალში სმარტფონების ბაზარზე ლიდერობა შეინარჩუნა კომპანია Apple-მა მიწოდებული 72.3 მილიონი მოწყობილობით, თუმცა მიწოდების მოცულობა 14.9%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შედეგად ამ ბრენდის წილი ბაზარზე 24.1-დან 23.1%-მდე შემცირდა. მეორე ადგილზეა კომპანია Samsung  58.2 მილიონი მიწოდებული სმარტფონით. მისი წილი 18.8-დან 19.4%-მდე გაიზარდა. ლიდერების სამეულიდან ყველაზე მეტად დაზარალდა ჩინური ბრენდი Xiaomi, რომლის მიწოდების მოცულობა 26.3 %-ით შემცირდა 33.2 მილიონ ერთეულამდე. მეოთხე ადგილზე მყოფი OPPO-ს მიწოდების მოცულობა 15.9%-ით 25.3 მილიონ სმარტფონამდე შემცირდა, Vivo-სი კი  - 18.9%-ით 22.9 მილიონ ერთეულამდე. ჩამოთვლილი კომპანიები აკონტროლებენ მსოფლიო ბაზრის 70%-ს, სხვა ბრენდების წილზე მოდის არაუმეტეს 29.4%. 

image.png 

ფოტოს წყარო: IDC 

წლიურ გამოხატულებაში Samsung სმარტფონების უმსხვილესი მომწოდებელია (260.9 მლნ ერთეული), მისი მაჩვენებელი 4.1%-ით შემცირდა 2021 წელთან შედარებით, დაახლოებით იგივე დინამიკა აჩვენა მეორე ადგილზე მყოფმა Apple-მა 226.4 მლნ სმარტფონით. ჩინური Xiaomi შესამჩნევად ჩამორჩება და მესამე ადგილზეა 153.1 მილიონი სმარტფონით და 19.8%-ით შემცირებული მაჩვენებლით. OPPO-მ და Vivo-მ შესაბამისად შეამცირეს მიწოდება 22.7%-ით და 22.8%-ით. ეს განაწილება გვიჩვენებს, რომ Samsung-ი და Apple-ი უფრო ნაკლებად დაზარალდნენ გასული წლის კრიზისით, ვიდრე სმარტფონების ბაზრის სხვა მონაწილეები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.