Magdalena Posted January 25, 2023 Share Posted January 25, 2023 Bloomberg-ის ცნობილ ექსპერტ Mark Gurman-ის ინფორმაციით კომპანია Apple მუშაობს MacBook Air და iMac კომპიუტერებზე, რომლებშიც ჩიპსეტი M3 იქნება გამოყენებული - ეს ჩიპები აგებული იქნება ეფექტურ 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და ჯერჯერობით მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ახალი მოწყობილობების გამოსვლის თარიღი უცნობია, თუმცა Gurman მიიჩნევს, რომ თავად ჩიპსეტი M3 წარდგენილი იქნება მიმდინარე წელს ან მომდევნო წლის დასაწყისში. MacBook Air. ფოტოს წყარო: Apple Gurman-მა ამის შესახებ პირველად გასული წლის ივნისში ისაუბრა და თქვა, რომ Apple მუშაობს 13-დუიმიან MacBook Air-ზე, 15-დუიმიან MacBook Air-სა და ახალ iMac-ზე. იმავე დროს მან გაანცხადა, რომ M3 შეიძლება გამოჩნდეს წელს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ მომხდარა. ამის ნაცვლად მიმდინარე თვეში Apple-მა წარადგინა ახალი MacBook Pro ჩიპსეტებით M2 Pro და M2 Max, ასევე გამოჩნდა Mac mini ვარიანტი M2 Pro ჩიპით. ეს ჩიპები დამყარებულია მეორე თაობის 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე - ფაქტობრივად საუბარი ეხება M1 ჩიპებში გამოყენებული ტექნოლოგიის აფგრეიდს. M3 ჩიპსეტში გამოყენებული იქნება პრინციპულად ახალი გადაწყვეტილება. TSMC-ის მონაცემებით, რომელიც Apple-ის ჩიპებს აწარმოებს, 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი ჩიპების სიჩქარეს 15%-მდე გაზრდის, ენერგომოხმარება უნდა შემცირდეს 30%-ით 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესთან შედარებით. ცნობილია, რომ TSMC-იმ უკვე დაიწყო 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოება ტაივანში გასულ წელს, თუმცა არიზონას ქარხანაში ეს ჩიპები 2026 წლამდე არ გამოჩნდება. M3 ჩიპსეტი შესაძლოა მხოლოდ MacBook Air-სა და iMac-ში არ იყოს წარმოდგენილი. ცნობილ ანალიტიკოს Ming-Chi Kuo-ს აზრით 2024 წლის პირველ ნახევარში გაყიდვაში გამოვა MacBook Pro მოდელები 3-ნანომეტრიანი M3 Pro და M3 Max ჩიპსეტებით. ასევე მოსალოდნელია სენსორული დისპლეების გამოჩენა სავარაუდოდ 2025 წლისთვის. https://tinyurl.com/y559e46w Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.