Jump to content

მომდევნო MacBook Air-სა და iMac-ს 3-ნანომეტრიანი ჩიპსეტი Apple M3 ექნება


Magdalena

Recommended Posts

Bloomberg-ის ცნობილ ექსპერტ Mark Gurman-ის ინფორმაციით კომპანია Apple მუშაობს MacBook Air და iMac კომპიუტერებზე, რომლებშიც ჩიპსეტი M3 იქნება გამოყენებული - ეს ჩიპები აგებული იქნება ეფექტურ 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და ჯერჯერობით მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ახალი მოწყობილობების გამოსვლის თარიღი უცნობია, თუმცა Gurman მიიჩნევს, რომ თავად ჩიპსეტი M3 წარდგენილი იქნება მიმდინარე წელს ან მომდევნო წლის დასაწყისში. 

image.jpeg 

MacBook Air. ფოტოს წყარო: Apple 

Gurman-მა ამის შესახებ პირველად გასული წლის ივნისში ისაუბრა და თქვა, რომ Apple მუშაობს 13-დუიმიან MacBook Air-ზე, 15-დუიმიან MacBook Air-სა და ახალ iMac-ზე. იმავე დროს მან გაანცხადა, რომ M3 შეიძლება გამოჩნდეს წელს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ მომხდარა. 

მის ნაცვლად მიმდინარე თვეში Apple-მა წარადგია ახალი MacBook Pro ჩიპსეტებით M2 Pro და M2 Max, ასევე გამოჩნდა Mac mini ვარიანტი M2 Pro ჩიპით. ეს ჩიპები დამყარებულია მეორე თაობის 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე - ფაქტობრივად საუბარი ეხება M1 ჩიპებში გამოყენებული ტექნოლოგიის აფგრეიდს. 

M3 ჩიპსეტში გამოყენებული იქნება პრინციპულად ახალი გადაწყვეტილება. TSMC-ის მონაცემებით, რომელიც Apple-ის ჩიპებს აწარმოებს, 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი ჩიპების სიჩქარეს 15%-მდე გაზრდის, ენერგომოხმარება უნდა შემცირდეს 30%-ით 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესთა შედარებით. ცნობილია, რომ TSMC-იმ უკვე დაიწყო 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოება ტაივანში გასულ წელს, თუმცა არიზონას ქარხანაში ეს ჩიპები 2026 წლამდე არ გამოჩნდება. 

M3 ჩიპსეტი შესაძლოა მხოლოდ MacBook Air-სა და iMac-ში არ იყოს წარმოდგენილი. ცნობილ ანალიტიკოს Ming-Chi Kuo-ს აზრით 2024 წლის პირველ ნახევარში გაყიდვაში გამოვა MacBook Pro მოდელები 3-ნანომეტრიანი M3 Pro და M3 Max ჩიპსეტებით. ასევე მოსალოდნელია სენსორული დისპლეების გამოჩენა სავარაუდოდ 2025 წლისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.