Jump to content

ანალიტიკოსებმა დაუშვეს Bitcoin-ის გადასვლა ხარული ბაზრის ადრეულ სტადიაზე


Recommended Posts

image.jpeg 

Bitcoin შესაძლოა შევიდეს ხარულ ფაზაში, რადგან ბოლო თვეებში ბაზარს ბევრი მონაწილე გამოეთიშა. თუმცა ნარჩუნდება უკუდაბრუნებისა და მინიმუმების ტესტირების რისკები, დაუშვეს LookIntoBitcoin-ის ექსპერტებმა. 

ტექნიკური სურათი დამაიმედეელია. ბოლო კვირებში ზრდის ტალღის გაქრობის შესაძლებლობის მიუხედავად არსებობს კარგი შანსი, რომ მივაღწიოთ 200-კვირიან WMA-ს 24.690 აშშ დოლარის დონეზე, აღნიშნეს სპეციალისტებმა. 

image.png 

წყარო: LookIntoBitcoin. 

ოქტომბერ-ნოემბერში Сumulative Value Days Destroyed (CVDD) და დაბალანსებული ფასების ინდიკატორები მიუთითებდნენ კოტირეების ციკლურ ფსკერთან მიღწევის მაღალ ალბათობაზე. ყოველი მომდევნო დღის შემდეგ, როდესაც ფასი უკან აბრუნებს ინდიკატორის საკვანძო მნიშვნელობებს, იზრდება აღმასვლის გაგრძელების შანსები, ხაზგასმით აღნიშნეს სპეციალისტებმა. 

image.png 

წყარო: LookIntoBitcoin. 

Pewell-ის მულტიპლიკატორი დაეცა დაგროვების ზონაში. მსგავსი სიტუაცია, როგორც წესი, ფსკერს ემთხვევა იმ პირობებში, როდესა ზოგ მაინერს არ რჩება მეტი არჩევანი გარდა იმისა, რომ იძულებით გაყიდოს Bitcoin-ები დაბალ ფასად. 

ამჟამად ინდიკატორი გამოდის დაგროვების ზონიდან, რაც ისტორიულად ნიშნავდა ცვლილებას დაცემის ფაზდან ზრდის მიმართულებით. 

image.png 

წყარო: LookIntoBitcoin. 

ინდიკატორი Hash Ribbons ასევე მიუთითებს მაინერების ფინანსური სტრესის შემსუბუქებასა და ფასების პოზიტიური იმპულსის გაგრძელების პოტენციალზე, ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერიოდში მაინც. 

ჰეშ-ხაზის“ გადაკვეთა მიუთითებს დიდი ხნის ნანატრ „ამოსუნთქვაზე“ ინდუსტრიისთვის. სიგნალი ხშირად ემთხვევა ფასების მოკლევადიან შემცირებას მაინერებისადმი ნდობის დაბრუნების გამო, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითად მოქმედებს იძულებითი გაყიდვების შემცირების მიზეზით. 

image.png 

წყარო: LookIntoBitcoin. 

ფსკერზე გადასვლაზე ასევე მიუთითებს ინდიკატორი MVRV Z-Score. ანალიტიკოსებმა ასეთი მომენტები დაახასიათეს ფრაზით „ყველაფერი დასრულდა“ - მსგავსი აზრები შესაძლოა წარმოიშვას ამ ეტაპზე პანიკისადმი მიდრეკილ ინვესტორებსა და ახალბედებში. 

image.png 

წყარო: LookIntoBitcoin. 

Glassnode-ის ანალიტიკოსებმა მიუთითეს Bitcoin-ის ადგილობრივი მაქსიმუმის სავარაუდო მიღწევის შესაძლებლობაზე. 

ადრე Bloomberg-ის სტრატეგმა მაიკ მაკგლოუნმა გააკეთა პროგნოზი, რომ Nasdaq Composite ინდექსი 200-დღიან მოძრავ საშუალოზე დაბლა ჩამოვა, რამაც შეიძლება შეაფერხოს ციფრული ოქროს ფასის ზრდა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.