Jump to content

ცნობილი გახდა Samsung Galaxy S23 სმარტფონების ფასები აშშ-ში


Recommended Posts

სამხრეთკორეული კომპანია Samsung 1 თებერვალს გამართავს ღონისძიებას, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ახალი პროდუქტები, მათ შორის ფლაგმანური Galaxy S23 სერიის სმარტფონები. ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია სმარტფონების ამერიკულ ბაზარზე ღირებულების შესახებ. თუ ეს მონაცემები სწორია, მაშინ Galaxy S23 მოწყობილობები აშშ-ში ეღირება დაახლოებით იმდენი, რაც ღირს გასული წლის Galaxy S22 მოდელები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: GSMArena 

Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც, მისი მტკიცებით, კავშირების ამერიკულ ოპერატორ Verizon-ის შიდა დოკუმენტიდან მიიღო. გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან როგორც ჩანს, Verizon-ში Galaxy S23 სერიის მოწყობილობებს მოიხსენიებენ კოდური სახელწოდებით - Samsung Diamond. მიიჩნევა, რომ DM1 - ეს გახლავთ Galaxy S23, - DM2 - Galaxy S23+, ხოლო DM3 - Galaxy S23 Ultra. 

image.jpeg 

საბაზისო ვერსია Galaxy S23 (DM1) 8 გბ ოპერატიული და 128 გბ ფლეშ-მეხსიერებით 799 აშშ დოლარი ეღირება. Samsung ასევე გამოუშვებს მოწყობილობის 8/256 გბ ვერსიას, თუმცა მოწყობილობის ამ მოდიფიკაციის ფასის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს. 

image.jpeg 

8/256 გბ მეხსიერების მქონე Galaxy S23+-ის საწყისი ფასი 999 აშშ დოლარი იქნება. ასევე ხელმისაწვდომი იქნება Galaxy S23+-ის ვერსია 8 გბ ოპერატიული და 512 გბ მუდმივი მეხსიერებით. ფლაგმანური Galaxy S23 Ultra-ს საბაზისო 8/256 გბ 1199 აშშ დოლარად გაიყიდება. აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება ფლაგმანის ვარიანტი 12/512 გბ მეხსიერებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...