Jump to content

ინსაიდერმა გააზიარა RTX 4060 Ti-ს მახასიათებლები: დაბალი ენერგომოხმარება და კარგი სიმძლავრე


Recommended Posts

ახალი თაობის GeForce RTX 4080-ის უმაღლესი დონის ვიდეო ბარათის გამოშვებისთანავე NVIDIA-მ რადიკალურად შეცვალა სტრატეგია: ახლა კომპანია ცდილობს თავისი გრაფიკული ამაჩქარებლები რაც შეიძლება იაფი გახადოს (კონკრეტული ფასების სეგმენტში). ცნობილ ინსაიდერ Kopite7kimi-ს თქმით, სწორედ ასეთი იქნება GeForce RTX 4060 Ti. 

image.png 

ცნობილია, რომ ინსაიდერმა ცოტა ხნის წინ მიიღო ცნობები GeForce RTX 4060 Ti-ს შესახებ. პირველ რიგში ჩიპი იქნება პირველი Ada Lovelace მოწყობილობა AD106 კრისტალზე. მეორე - მას ექნება 4352 CUDA ბირთვი და 8 გბ GDDR6 მეხსიერება. ხოლო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიდეო ბარათი მოიხმარს არა 220 ვატს, როგორც ამ დრომდე მიიჩნეოდა, არამედ მხოლოდ 160 ვატს. ამრიგად, TGP შემცირებულია არა 20, არამედ 60 ვატით, რაც დიდ როლს ითამაშებს საშუალობიუჯეტური ამაჩქარებლისთვის. შეგახსენებთ, GeForce RTX 3060 Ti-ს ენერგომოხმარება ზოგ შემთხვევაში აღემატება გამოცხადებულ 200 ვატს.  

რსებული ცნობების თანახმად Ada Lovelace ხაზში უახლოესი რელიზი იქნება GeForce RTX 4070 - GeForce RTX 4070 Ti-ს უმცროსი ვერსია. მისი მახასიათებლები შემდეგია: 

  • კრისტალი: AD104 

  • ბირთვები: 5888 

  • მეხსიერება: 12 გბGDDR6X 

  • მეხსიერების სალტე: 192-ბიტიანი 

  • TGP: 200 ვატი 

GeForce RTX 4060 Ti-სა და GeForce RTX 4070-ის გამოშვება იგეგმება მიმდინარე წლის პირველ კვარტალში. ზუსტი თარიღები ჯერ არავისთვის არის ცნობილი. 

Link to comment
Share on other sites

ნუ რა ინფოებიც ვნახე ძველი RTX3070 შემცვლელი კარტა უფრო ჩანს ეგ, შეიძლება სადღაც 3070-3070Ti შვაში იჯდესო წარმადობით, თუმცა RT მაგ კარტებზე ძლიერიც იქნება ალბათ უფრო და ეღირებაო 499$ სადღაც სტარტოვი ფასი, ანუ იგივე MSRP (manufacturer's suggested retail price), კარგი იქნება ეგ ახალი 2K სათამაშოთ მაქსიმუმ, თუმცა ზოგ თამაშებში დაწევა დაჭირდება სეთინგების უკვე, მაგრამ მაინც 50ფპს+ თითქმის ყველგან გათამაშებს, 1080P კი გაცილებით კარგ ფორმაში იქნება უკვე ეგ კარტა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.