Jump to content

Bitcoin-მა გადალახა 18 ათას აშშ დოლარიანი დონე აშშ-ის ინფლაციის შესახებ მონაცემების მოლოდინის ფონზე


Recommended Posts

image.jpeg 

12 იანვრის ღამეს Bitcoin-ის ფასმა 2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან პირველად 18 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა. CoinGecko-ს ცნობით დღის განმავლობაში კრიპტოვალუტა 4%-ით გაძვირდა. 

წერის მომენტში აქტივი დაახლოებით 18100 აშშ დოლარად იყიდება. ფასის ზრდას თან ახლდა ვაჭრობის მოცულობის მკვეთრი ზრდა.image.pngimage.png 

BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView 

ფლაგმანმა ტრადიციულად თან გაიყოლა ბაზრის დანარჩენი ნაწილი - კაპიტალიზაციის მიხედვით ტოპ 10-დან ყველა აქტივი "მწვანე" ზონაში იყო. საუკეთესო დინამიკა დააფიქსირეს Ethereum-მა (+4.9%) და Cardano-მ (+3.5%). 

image.png 

წყარო: CoinGecko 

Coinglass-ის მონაცემებით, ფიუჩერსების ბაზარზე დღეში 245 მლნ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის პოზიციების ლიკვიდირება მოხდა, აქედან თითქმის 112 მლნ აშშ დოლარი მოდის Ethereum-ზე დამყარებულ კონტრაქტებში (~ 77 მლნ აშშ დოლარი Bitcoin-დერივატივებზე).  

პირველი კრიპტოვალუტის კოტირებების ზრდა მოხდა შეერთებულ შტატებში ინფლაციის შემცირების მოლოდინების ფონზე. 

CNBC-ის თანახმად ანალიტიკოსების კონსენსუსი-გამოკითხვა ვარაუდობს მაჩვენებლის 6.5%-მდე შემცირებას წლის ჭრილში (7.1% ნოემბერში). ექსპერტების აზრით ინფლაციის საბაზისო დონე 5.7%-ს შეადგენს (6% - ერთი თვის წინ). 

ამერიკის საფონდო ბირჟაც დადებითად გამოეხმაურა CPI-ის გამოქვეყნებას. 11 იანვარს გამართული სავაჭრო სესიის შედეგად Dow Jones-ის ინდექსი 0.8%-ით გაიზარდა, S&P 500 – 1.28%-ით, NASDAQ Composite Index – 1.76%-ით. 

ზოგიერთი კრიპტო ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ Bitcoin-ისთვის ფასის ამჟამინდელი დონე ძალზე მნიშვნელოვანია. მაგალითად, ტრეიდერ AlphaBTC-ის აზრით თუ აქტივის ფასი 18000 აშშ დოლარზე მეტია, არსებობს 20 ათას აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოტირებები შეიძლება დაუბრუნდეს 15 ათას აშშ დოლარიან დონეს. 

მან აღნიშნა, რომ მოვლენების განვითარების სცენარი დიდწილად დამოკიდებული იქნება აშშ-ში არსებული ინფლაციის მონაცემებზე. 

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში Nansen-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ 2023 წლის საბაზისო სცენარია აშშ-ის ეკონომიკაში რეცესიის დაწყება და საფონდო ბირჟაზე გაყიდვების ახალი ტალღა. მათივე თქმით, ამ პირობებში კრიპტოვალუტები უარყოფით გადაფასებას დაექვემდებარება. 

Link to comment
Share on other sites

ნიუსები როგორც ყოველთვის აგვიანეებს, დღეს დილით აარტყა 21000$ ბიტკოინის კურსმა და 1580$ ეთერეუმის ცოტა ხნით, მერე დაეცა ისევ 50$ ეთერა და 500$ სადღაც ბიტკოინი, ანუ ეგ დაახლოებით 7 ნოემბრის კურსია რეზკი დაცემა სანამ დაიწყებოდა, თუმცა მაქსიმუმზე აღარ ასულა რაზეც იყო მაგ დღეს კურსი, თუმცა მაგ დღეს მიუახლოვდა მაქსიმუმ და პროგნოზებში კიდე უფრო სერიოზული რიცხვები წერია, ეთერა გაცდებაო ეხლა 2000$ 10 დღეში მაქსიმუმ და ბიტკოინი ლამის 30000$ აარტყამსო, ნუ ამჯერათ აღარ აუწევიათ CPI დაკლადის შემდეგ ფედერალებს interest rate  რახან ინფლიაცია ისე ძალიან აღარ გაზრდილა + ოქროს ფასი იზრდება სერიოზულათ, უკვე 1920$ გაცდა ოქრო და ისეთი პირი უჩანს 2000$ გაცდება მალე, შემდეგი კვირა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ბევრი რამე შეიცვალოს შეიძლება და ზრდა გაგრძელდეს, ან პირიქით ისევ დაცემები დაიწყოს, დაცდა უნდა, მაგრამ ზრდა თუ გაგრძელდა სერიოზული ბულრანით დასრულდებაო ყველაფერი, ტომ ლიმ ვინც იწინასწარმეტყველა ბიტკოინის დაბალ კურსზე 50000$ გაცდენა 1-2 წლის შემდეგ თქვა რომ შეიძლება ძალიან სერიოზული ბულრანი დაიწყოსო და აქციების ზრდა, მაგისთვის მომწიფდაო უკვე ბაზარი, ინფლიაციაც აღარ ბობოქრობს ისე ძალიან

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.