Jump to content

გამოჩნდა Xiaomi-ს ელექტრომობილის პირველი ფოტოები - Tesla-ს სამომავლო კონკურენტი


Recommended Posts

ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია Xiaomi-ს ელექტრომობილის შესახებ, ასევე პროტოტიპის პირველი ფოტოები. ჩინური საინფორმაციო მედიის მონაცემებით იაფი მოდელი კონკურენციას გაუწევს სედან Tesla Model 3-ს. კოდურ დასახელება Modena-ს მქონე ვარიანტი იქნება Tesla-ზე დიდი და მძლავრი, ხოლო მისი ფასი იქნება დაახლოებით იმდენივე, რაც ღირს კომპანია XPeng-ის მოდელი P7. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Lei Kang/CnEVPost 

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია განიხილავს ორი ვარიანტის გამოშვებას - ერთ-ერთის ფასი იქნება 38 ათასიდან 43600 აშშ დოლარამდე, მეორე მათგანის - 51600 აშშ დოლარიდან. უფრო ხელმისაწვდომ ელექტრომობილს, სავარაუდოდ, ექნება BYD-ის სტანდარტული ლითიუმ-რკინა-ფოსფატის (LFP) აკუმულატორები 400 ვოლტი ძაბვით. მას ასევე ექნება უამრავი სენსორი, რომლებიც შემუშავდა გერმანულ კომპანია Continental-თან ერთად. სენსორებს შორისაა კამერები და რადარები, რომლებიც მუშაობს mmWave დიაპაზონში - იგივე ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება პრემიუმ-დონის ჩინურ ქროსოვერ Li Auto One-ში. 

შედარებით ძვირადღირებული ვარიანტი აწყობილი იქნება 800-ვოლტიან არქიტექტურაზე და მასში გამოყენებული იქნება CATL Qilin Battery აკუმულატორები, რომელთა 0-დან 80%-მდე დამუხტვა შესაძლებელია მხოლოდ 15 წუთში. ახალ ელექტრომობილს ექნება NVIDIA-ს წარმოების პროცესორი Orin X, აგრეთვე ლიდარი. სისტემა იმუშავებს Xiaomi-ს მიერ შემუშავებულ ალგორითმებზე. ორივე ელექტრომობილს ექნება „ჭკვიანი სალონი“ Qualcomm 8295 ჩიპსეტებზე, რომლებიც პირველად მიმდინარე წელს გამოყენებული იქნება მოდელ Jidu ROBO-01-ში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Lei Kang/CnEVPost 

ცნობილია, რომ მეორე, უფრო ძვირადღირებული ელექტრომობილი, კოდური დასახელებით Le Mans, უნდა გამოვიდეს 2025 წელს. მას ექნება სამი ელექტროძრავი და თავად Xiaomi-ს მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა. ჯამში, ავტომობილი აგებული იქნება იმავე პლატფორმაზე, რომელზეც პირველი. 

2021 წლის მარტში Xiaomi-მ დააანონსა ელექტრომობილების ბაზარზე შესვლა და განაცხადა, რომ ინდუსტრიაში ჩადებდა 1.5 მლრდ აშშ დოლარს, ასევე ათი წლის განმავლობაში დახარჯავდა კიდევ 10 მლრდ აშშ დოლარს. კომპანიამ 2021 წლის ნოემბერში კონტრაქტი გააფორმა პეკინის ეკონომიკური და ტექნიკური განვითარების ზონის კომიტეტის სამმართველოსთან, რაც უკავშირდებოდა იჩჟუანის რაიონში ქარხნის მშენებლობას, რომელსაც წელიწადში 300 ათასამდე ელექტრომობილი უნდა გამოეშვა, აგრეთვე უნდა აშენებულიყო Xiaomi-ს შესაბამისი ქვეგანყოფილების შტაბ-ბინა და პლატფორმა, რომელზეც სპეციალისტები დაკავდებოდნენ ახალი მანქანების შემუშავებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Lei Kang/CnEVPost 

ქარხანა აშენდება ორ ეტაპად, მასობრივი წარმოება 2024 წელს უნდა დაიწყოს. 5 იანვარს Xiaomi-ის თანადამფუძნებელმა ლეი ჯუნმა შეხვედრა გამართა საავტომობილო განყოფილებაში და განაცხადა, რომ სავსებით დარწმუნებულია ახალ პროდუქტებში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.