Jump to content

Lenovo-მ წარადგინა ThinkPhone - სმარტფონი კორპორატიულ სეგმენტზე ორიენტირებულ ლეპტოპ ThinkPad-ის სტილში


Recommended Posts

Lenovo-მ საზოგადოებას ThinkPhone სერიის პირველი სმარტფონი წარუდგინა. მოწყობილობა შეიქმნა Motorola-სთან ერთად და პოზოციონირებს ThinkPad ლეპტოპების კომპანიონად კორპორატიულ სეგმენტში. ახალი სმარტფონის საცალო გაყიდვები მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: GSM Arena 

ThinkPhone-ს აქვს 6.6-დუიმიანი OLED-დისპლეი 2400 × 1080 პიქსელი გაფართოების მხარდაჭერით და 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. მხარდაჭერილია ვიდეოს გაშვება HDR10+ ფორმატში. მექანიკური დაზიანებებისგან დისპლეი დაცულია Gorilla Glass Victus-ით. 

სმარტფონის კორპუსი დამზადებულია IP68 და MIL-STD-810H საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობა გაუძლებს 1.25 მეტრი სიმაღლიდან დაცემას და წყალშ 1.5 მეტრზე ჩაძირვას 30 წუთის განმავლობაში. დისპლეის ზედა ნაწილში მოცემულია ჭრილი, რომელშც დაყენებულია 32-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა ავტოფოკუსირების მხარდაჭერით. 

image.jpeg 

ძირითადი კამერა მოთავსებულია სწორკუთხა ბლოკში და მოცემულია კორპუსის უკანა მხარეს. კამერების ბლოკში წარმოდგენილია 50-მეგაპიქსელიანი სენსორი, სუპერფართოკუთხინი 14-მეგაპიქსელიანი კამერა და 2-მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორი. 

პარატულ საფუძვლად სმარტფონს უდევს რვაბირთვიანი მიკროპროცესორი Qualcomm Snapdragon 8+ Gen 1 (ერთი ბირთვი Cortex-X2 სიხშირით 3.0 გჰც, სამი ბირთვი Cortex-A710 სიხშირით 2.5 გჰც და ოთხი Cortex-A510 სიხშირით 1.8 გჰც). კონფიგურაციის მიხედვით მოწყობილობას ექნება 8 ან 12 გბ ოპერატიული და 128, 256 ან 512 გბ შიდა მეხსიერება. ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 68-ვატიანი სადენიანი და 15-ვატიანი უსადენო დამუხვის მხარდაჭერით. 

image.jpeg 

ThinkPhone-ში დაყენებული იქნება Microsoft 365 აპლიკაციები, Outlook და Teams. მხარდაჭერილია ლეპტოპ ThinkPad-თან სინქრონიზაცია Wi-Fi-ს მეშვეობით, რისი წყალობით მომხმარებელი გამოიყენებს მოწყობილობებს შორის ფაილების გაცვლის საერთო ბუფერს. 

image.jpeg 

კორპორატიულ სეგმენტზე ორიენტირება ხაზგასმულია უსაფრთხოების დაცვის მთელი რიგი ფუნქციებით. დამოუკიდებელი პროცესორი Moto KeySafe ინახავს PIN-კოდებს, პაროლებს, კრიპტოგრაფიულ გასაღებებსა და სხვა კონფიდენციალურ მონაცემებს არასანქცირებული წვდომისგან დაცვის მიზნით. მხარდაჭერილია ფუნქციები Moto OEMConfig და Moto Device Manager, რაც საშუალებას მისცემს კორპორატიულ IT-ადმინისტრატორებს დისტანციურად დააკონფიგურირონ მომხმარებლის მოწყობილობები. მხარდაჭერილია Motorola Ready For ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, სმარტფონი აქციოს დესკტოპ კომპიუტერად მონიტორის, კლავიატურის და მაუსის შეერთებით. 

image.jpeg 

ThinkPhone-ის ფასი ჯერ არ გახმაურებულა. სმარტფონის საცალო გაყიდვები უახლოეს თვეებში უნდა დაიწყოს, თუმცა მისი გამოჩენა ჩვეულებრივ მაღაზიებში ნაკლება მოსალოდნელია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.