Jump to content

AMD Radeon RX 7900 ბარათის მაღალი ტემპერატურის მიზეზი შესაძლოა ამაორთქლებელი კამერის პრობლემა იყოს


Recommended Posts

image.jpeg 

ახლახანს გერმანელმა სპეციალისტმა რომან ჰარტუნგმა, რომელიც ასევე ცნობილია ფსევდონიმით der8auer, თავის YouTube არხზე ერთ-ერთი ვიდეო მიუძღვნა AMD Radeon RX 7900 XTX ვიდეო ბარათის გრაფიკული პროცესორის მაღალი ტემპერატურის პრობლემას. ეტალონური ვიდეო ბარათების ზოგიერთი მფლობელი განიცდის მაღალი ტემპერატურის პრობლემას - Junction Temperature-ის (TJ) მაჩვენებელი სწრაფად აღწევს 110°C-ს. მაგრამ მხოლოდ ეს ტემპერატურა არ არის პრობლემის მაჩვენებელი - მაჩვენებელს წარმოადგენს ტემპერატურების განსხვავება GPU-ის საშუალო და მაქსიმალურ TJ-ს შორის, რაც 50 K-ს აღწევს. 

სპეციალისტმა ერთ-ერთ ვიდეო ბარათზე პრობლემის მოგვარება მოახერხა, გაგრილების სისტემის ხელახლა აწყობისა და თერმოპასტის გამოცვლის შემდეგ ტემპერატურა ნორმალურ მაჩვენებელს დაბრუნდა, თუმცა ახალ ვიდეოში სპეციალისტი ამტკიცებს, რომ არც თერმოპასტა და გაგრილების სისტემის დაჭერის ძალა არ წარმოადგენს მაღალი TJ ტემპერატურის მიზეზებს. ჰარტუნგმა 48 საჩივარი მიიღო ეტალონური გრაფიკული ბარათების მფლობელებისგან და ზოგიერთი მათგანი კვლევისთვის შეიძინა, რის შედეგად მან გამოთქვა ვარაუდი ორთქლის კამერასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. 

ვიდეო ბარათებით ექსპერიმენტებს შორის შედიოდა: 

  • ჰორიზონტალური და ვერტიკალური დამაგრება; 

  • ქულერის გამაგრება, რათა გამორიცხულიყო მისი წონის გავლენა კონსტრუქციაზე; 

  • ვიდეო ბარათის აწყობა სიმყარის გამაძლიერებელი ფირფიტისა და VRM გაგრილების გარეშე, დამატებითი დამჭერების გამოყენება და სამაგრების დამოკლება ქულერის GPU-ზე მიმაგრების გაძლიერების მიზნით. 

image.jpeg 

ტემპერატურის პროფილი ვიდეო ბარათის პოზიციის ვერტიკალურიდან ჰორიზონტალურზე შეცვლისას და პირიქით. 

წყარო: der8auer, YouTube 

შედარებამ აჩვენა, რომ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ვიდეო ბარათი უფრო სწრაფად ცხელდება ვიდრე ვერტიკალურში, სულ რაღაც 1 წუთში TJ ტემპერატურამ 110°C-ს მიაღწია. გამაგრილებლის დამატებითი მხარდაჭერა და მიმაგრების სიმყარის გაზრდამ არაფერზე იმოქმედა. ამ პროცესში სპეციალისტმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, რა მოხდებოდა, თუ ვიდეო ბარათის პოზიცია შეიცვლებოდა დატვირთვისას: ვიდეო ბარათის პოზიციის ვერტიკალურიდან ჰორიზონტალურზე შეცვლის შემდეგ ტემპერატურამ მკვეთრი მატება დაიწყო და სწრაფად მიაღწია მაქსიმუმს. რაც კიდევ უფრო საინტერესოა - ვერტიკალურ მდგომარეობაში დაბრუნებამ არ იმოქმედა ტემპერატურაზე. ამან სპეციალისტი მიიყვანა აზრამდე, რომ პრობლემა შეიძლება იმალებოდეს თერმულ კამერაში, რომელშიც, რატომღაც, დარღვეულია ნაკადების მოძრაობა. 

  • Thanks 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ისე მაგ სხვაობას კაბელი იწვევს რეალურათ, თუ ცუდი ხარისხის კაბელზე ბანალურათ სენსორი არ აფიქსირებს სწორ ტემპერატურას, ვინმემ გაზომა თავისი სენსორით ეგ მომენტი თუ რასაც კარტის სენსორით ზომავდენ მარტო მაგითი ანგარიშობდენ მაგ სხვაობას, თუ მართლა 20 გრადუსს არტყამს სხვაობა, მანდაც რაღაცა პრომახია დაშვებული, რატომ უნდა აცხელებდეს სტანდარტული DP კაბელი 20 გრადუსით კარტას, მანდაც რაღაცა დეფექტი მგონია მე ბიოსშია დაშვებული თუ თვითონ კარტის კონსტრუქციაში ეგ არ ვიცი, მაგრამ 20 გრადუსი კაბელის გამო ეგ უკვე მართლა სასაცილოა, დაჟე ნვიდიაზე უარესი პრომახი ჩანს 20-მდე კარტა რომ დაიწვა პერეხოდნიკის გამო, რეფერანს მოდელში კიდე VRAM როგორც კი აუწევ ჩასტოტას ეგრევე პერფორმანსი ეცემაო, წყალზე რა ხდება არ ვიცი, მგონი არა აქვს ეგ პრობლემა უკვე, ეგ ყველაფერი GDDR6 ვითომ უფრო გრილ VRAM-ზე, ნვიდიას ძირითადათ GDDR6X უყენია ახალ სერიაში, რომელიც უფრო ცხელია ნაგრუზკაზე, შეიძლება 24გბ მოცულობის ბრალიც იყოს, ზრდის ეგეც ტემპებს არ ვიცი, აშკარათ უჭირს უკვე მაღალ ჩასტოტაზე პერფორმანსის შენარჩუნება, ლიმიტზეა ფაქტიურათ ეტყობა ეგეთი გაგრილებით მაინც, რაც არ უნდა იყოს მაგ პრობლემების გამოძიება უკვე დაიწყო ამდ და ვნახოთ რას იპოვიან საინტერესოს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.