Jump to content

Lenovo-მ წარადგინა ლეპტოპები IdeaPad Pro 5 14 და 16 მობილური Ryzen 7000 პროცესორებით, რომლებიც AMD-ს ჯერ არ წარუდგენია


Recommended Posts

სამომავლო Intel Raptor Lake-H პროცესორებზე დამყარებული IdeaPad Pro 5i 14 და IdeaPad Pro 5i 16 ლეპტოპების პარალელურად კომპანია Lenovo-მ წარადგინა IdeaPad Pro 5 14 და IdeaPad Pro 5 16 მოდელები, რომლებიც ასევე აგებულია AMD Ryzen 7000 სერიის მობილურ პროცესორებზე, რომელთა წარდგენა ჯერ არ შემდგარა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Lenovo 

კომპანიამ ფაქტობრივად პირველად დაადასტურა ოფიციალურად AMD-ის რამდენიმე სამომავლო Zen 4 არქიტექტურის მობილური პროცესორის დასახელება. განახლებულ ლეპტოპ IdeaPad Pro 5 14-ის უმცროს მოდელში წარმოდგენილი იქნება Ryzen 5 7640HS, Ryzen 7 7735HS ან Ryzen 7 7840HS პროცესორების არჩევანი. ამ ჩიპების მახასიათებლები სავარაუდოდ გამოფენა CES 2023-ზე გამოცხადდება AMD-ის ღონისძების ფარგლებში. ცნობილია, რომ პროცესორების ნაწილს ექნება ახალი თაობის მობილური გრაფიკა Radeon 700M. შეგახსენებთ, რომ Ryzen 6000 სერიის მობილურ პროცესორებში წარმოდგენილია Radeon 600M სერიის ინტეგრირებული გრაფიკა.  

image.jpeg 

IdeaPad Pro 5 14-ის მახასიათებლები ჯამში ძალიან ჰგავს Intel Raptor Lake-H-ზე დამყარებული IdeaPad Pro 5i 14-ისას. ძირითადი განსხვავებაა ის, რომ უმცროს მოდელში არ არის დისკრეტული ვიდეო ბარათის არჩევანის შესაძლებლობა. ლეპტოპს აქვს არჩევანის მხრივ დისპლეის ორი ვარიანტი: 14-დუიმიანი IPS ეკრანი გვერდების შეფარდებით 16:10, გაფართოებით 2880 × 1800 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირით 120 ჰერცი და 400 კდ/2სიკაშკაშის მაჩვენებლით. ასევე მეორე ვარიანტი - 14-დუიმიანი IPS პანელი გვერდების შეფარდებით 16:10, გაფართოება - 2240 × 1400 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი და სიკაშკაშე - 300 კდ/2. ორივე დისპლეის აქვს 100%-იანი sRGB ფერთა გამის მხარდაჭერა. 

უფროს მოდელ IdeaPad Pro 5 16-ს ზემოთხსენებული ჩიპის გარდა ასევე ექნება Ryzen 5 7535HS პროცესორის მქონე ვარიანტი. 16-დუიმიანი მოდელის გრაფიკაზე პასუხისმგებელია GeForce RTX 3050 6 გბ ან GeForce RTX 4050. ბოლო მათგანი ჯერ არ დაანონსებულა. IdeaPad Pro 5 16 მოდელს ექნება 16-დუიმიანი IPS დისპლეი გვერდების შეფარდებით 16:10, გაფართოება - 2560 × 1600 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირე - 120 ჰერცი, სიკაშკაშე - 350 კდ/2 და 100%-იანი sRGB ფერთა გამა. 

image.jpeg 

ორივე ლეპტოპს ექნება 16 ან 32 გბ LPDDR5 ან LPDDR5X ოპერატიული მეხსიერება და 512 გბ ან 1 ტბ SSD PCIe-ის მხარდაჭერა. მოწყობილობებზე ხელმისაწვდომია თითო USB 4.0, USB 3.2 Gen1 Type-C (PD+DP) და HDMI 2.1. გარდა ამისა, ლეპტოპებს ექნება ორი USB 3.2 Gen1 Type-A, თითო კომბინირებული 3.5 მმ აუდიოკონექტორი, მხარდაჭერილია Wi-Fi 6/6E და Bluetooth 5.1, მოცემულია ორი 2-2-ვატიანი დინამიკი და 75 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა.  

ახალი ლეპტოპები გაყიდვაში მომავალი წლის მაისში გამოვა, მათი საწყისი ფასი 1099 ევროს შეადგენს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.