Jump to content

წლის განმავლობაში კრიპტო თაღლითებმა თითქმის 120 ათასი ტოკენი გამოუშვეს


Recommended Posts

image.png 

2022 წლის დასაწყისიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ბაზარზე გამოჩნდა 117629 თაღლითური ტოკენი, რომლებიც დაკავშირებულია rug pull სქემებთან. Solidus Labs-ის ექსპერტების თქმით ეს ნიშნავს დაახლოებით 15 სკამ-პროექტის ამოქმედებას ყოველ საათში. 

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში rug pull ტიპის მაქინაციები მცირე პრობლემიდან დიდ ეპიდემიაში გადაიზარდა, რომელშიც თაღლითური ტოკენების შემქმნელებმა მილიარდობით აშშ დოლარი მოპარეს მილიონ საცალო ინვესტორს“, აღნიშნეს ექსპერტებმა. 

image.jpeg 

თაღლითური ტოკენების ჯამური რაოდენობა წლების მიხედვით. წყარო: Solidus Labs. 

თაღლითებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს BNB Chain: BEP-20 ტოკენების საერთო ემისიის დაახლოებით 12% მოდიოდა სკამ-პროექტებზე. Ethereum-ის მაჩვენებელი 8%-ს შეადგენს. 

ამ პერიოდის განმავლობაში თითქმის 2 მილიონი ინვესტორი გახდა rug pull სქემების მსხვერპლი, რაც დაახლოებით ინდუსტრიის ოთხი ძირითადი გაკოტრების - FTX-ის, BlockFi-ის, Celsius-ისა და Voyager-ის მსხვერპლთა საერთო რაოდენობის (~2,3 მილიონი ადამიანი) ტოლია. 

Bottom of Form 

image.jpeg 

თაღლითური ტოკენების და კრიპტო კომპანიების ძირითადი გაკოტრების მსხვერპლთა საერთო რაოდენობა. წყარო: Solidus Labs. 

თაღლითურ ტოკენების ყველაზე პოპულარული ტიპი აღმოჩნდა ე.წ. honeypot. ასეთი ტოკენის სმარტ-კონტრაქტში დახურულია მომხმარებლებზე მისი ხელახალი გადაყიდვის შესაძლებლობა. ყველაზე ნათელი მაგალითი იყო Squid Game, რომელშიც ინვესტორებმა 3.3 მლნ აშშ დოლარი დაკარგეს. 

სკამერები ასევე ხშირად უშვებდნენ ტოკენების დამატებით მოცულობას ან მიმართავდნენ თაღლითობას საკუთრების უფლების გადაცემის გზით. 

image.jpeg 

გამოშვებული თაღლითური ტოკენების რაოდენობა თაღლითობის ტიპების მიხედვით. წყარო: Solidus Labs. 

Solidus Labs-ის ექსპერტების თქმით სკამ-ტოკენის შემქმნელებმა გამოიყენეს 153 სხვადასხვა ცენტრალიზებული კრიპტო პლატფორმა პროექტების დასაფინანსებლად და თანხის გამოსატანად. 2020 წლის სექტემბრიდან ამ ბირჟებზე მათი ტრანზაქციების საერთო მოცულობამ Ethereum-ში 11 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ თანხიდან თითქმის 4 მლრდ აშშ დოლარი მოდიოდა შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ პლატფორმებზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.