Jump to content

ASUS-მა გამოუშვა თეთრი GeForce RTX 4090 და RTX 4080 ROG Strix


Recommended Posts

კომპანია ASUS-მა წარადგინა GeForce RTX 4090 ROG Strix და GeForce RTX 4080 ROG Strix ვიდეო ბარათები თეთრ ფერში. მანამდე კომპანიამ უკვე გამოუშვა GeForce RTX 4090 და RTX 4080 ბარათების ოთხი ვერსია, თუმცა მუქი ფერის გაფორმებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

თეთრ GeForce RTX 4090-სა და RTX 4080 ROG Strix-ს აქვთ ღია ფერის გაგრილების სისტემის საფარი, უკანა გამაძლიერებელი ფირფიტა და დამჭერი ჩარჩო, თუმცა ორივე ვიდეო ბარათის PCB შავი ფერისაა. თეთრი PCB წარმოდგენილი მხოლოდ კომპანია Galax-ის HOF სერიის ვიდეო ბარათებში. 

image.jpeg 

ASUS-მა ასევე შეცვალა ზემოთხსენებული ვიდეო ბარათების შეფუთვის დიზაინი, რათა მომხმარებლები შეცდომაში არ შევიდნენ არჩევისას. 

image.jpeg 

სტანდარტული შავი GeForce RTX 4090-ისა და RTX 4080 ROG Strix-ის მსგავსად ვიდეო ბარათების თეთრი ვერსიები ხელმისაწვდომი იქნება ორ ვერსიად - ქარხნული აქარებითა და მის გარეშე. ამავდროულად, ორივე ვერსია აღჭურვილია BIOS-ის ორმაგი სამუშაო რეჟიმით - სტანდარტული (გეიმინგი) და მაღალი წარმადობის (OC რეჟიმი). ვიდეო ბარათის სამუშაო რეჟიმის არჩევა ხდება საფირმო აპლიკაცია GPU Tweak Utility-ს მეშვეობით. კომპანია აღნიშნავს, რომ  აპლიკაცია საშუალებას იძლევა უსაფრთხოდ დამატებით აჩქარდეს ვიდეო ბარათები მწარმოებლის გარანტიის დარღვევის გარეშე. 

image.jpeg 

ქარხნული აჩქარების მქონე GeForce RTX 4090 ვერსია დამყარებულია გრაფიკულ პროცესორ AD102-ზე, რომელსაც 16384 CUDA ბირთვი აქვს. ამ ბარათის GPU-ის სიხშირეა 2610 და 2640 მჰც გეიმინგ და ოვერქლოქინგ რეჟიმებში, შესაბამისად. ქარხნული აჩქარების არმქონე მოდელის სიხშირეებია 2520 და 2550 მჰც, შესაბამისად. 

image.jpeg 

ქარხნული აჩქარების მქონე GeForce RTX 4080-ს საფუძვლად უდევს გრაფიკული პროცესორი AD103 CUDA ბირთვით. GPU-ის სიხშირეებია 2625 და 2655 მჰც, ქარხნული აჩქარების არმქონე მოდელისა კი - 2505 და 2535 მჰც. 

image.jpeg 

image.jpeg 

ROG Strix სერიის GeForce RTX 4090 და RTX 4080 ვიდეო ბარათები წარმოადგენს ამ ამაჩქარებლების ყველაზე დიდი არარეფერენსული მოდელები. მათი სიგრძეა 357 მმ, პერსონალური კომპიუტერის კორპუსში ბარათები იკავებენ გაფართოების 3.5 სლოტს. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.