Jump to content

Oppo-მ წარადგინა Find N2 და Find N2 Flip სმარტფონები დრეკადი ეკრანებით - მეორე მათგანი საერთაშორისო ბაზარზე გამოვა


Recommended Posts

ჩინურმა კომპანია Oppo-მ წარადგინა დასაკეცი დისპლეების მქონე სმარტფონები Find N2 და Find N2 Flip. პირველი მათგანი - ეს არის დიდი ფორმატის მოწყობილობა 5.54-დუიმიანი დამატებითი და 7.1-დუიმიანი ძირითადი ეკრანით. მეორე მათგანაქვს 3.2-დუიმიანი გარე და 6.8-დუიმიანი შიდა მთავარი ეკრანი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: gsmarena.com 

Oppo Find N2 წინა თაობის მოდელთან შედარებით თხელია: 14.6 მმ დახურულ და 7.4 მმ გახსნილ მდგომარეობაში (წინამორბედის ზომებია 15.9 და 8.0 მმ, შესაბამისად). ვეგანური ტყავის“ მქონე მოდელის წონა შეადგენს 233 გრამს, მატირებული თეთრისა და პიტნისფერი მწვანე მოდელის წონაა 237 გრამი - მათ მინის უკანა პანელი აქვთ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: gsmarena.com 

გაუმჯობესდა სახსარ Flexion-ის კონსტრუქცია: დეტალების რიცხვი შემცირდა 138-დან ასამდე, გამოყენებულ იქნა ნახშირბადი ბოჭკო და მაღალი ხარისხის შენადნობი. სმარტფონი გახდა უფრო მსუბუქი, დაკეცვის ზომა 67%-ით შემცირდა. სახსაი უზრუნველყოფს ეკრანის დახრილობას 45°-დან 125°-მდე ნებისმიერ პოზიციაში. შიდა 5.54-დუიმიანი დისპლეის გაფართოებაა 1080 × 2120 პიქსელი, იგი წინამორბედთან შედარებით უფრო განიერია - გვერდების შეფარდებაა 17.7:9 – 18:9-ს ნაცვლად, წინა მხარე კი შევიწროებულია ჩარჩოს შემცირების გამო. ეკრანი დაცულია მინით Gorilla Glass Victus, მხარდაჭერილია 1350 კდ/² და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: gsmarena.com 

შიდა დისპლეი 7.1 დუიმია, გვერდების შეფარდებაა 9.6:9, გაფართოება - 1920 × 1792 პიქსელი. გამოყენებულია LTPO პანელი, რომელზეც მხარდაჭერილია კადრის განახლების სიხშირის დინამიური ცვლილება 1-დან 120 ჰერცამდე. მაქსიმალური სიკაშკაშე შეადგენს 1550 კდ/²-ს, სენსორული პანელი ორივე ეკრანზე მუშაობს 480 ჰერც სიხშირეზე. შიდა ეკრანის კითხვადობა გაიზარდა არეკვლის საწინააღმდეგო საფარის ხარჯზე. ორივე დისპლეიზე მხარდაჭერილია HDR10+ და აქვთ ფერის სენსორები გამოსახულების გარე პირობების მიხედვით რეგულირებისთვის.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: gsmarena.com 

Oppo Find N2-ს აქვს სამი უკანა და ორი სელფი კამერა. ძირითად მოდულში მოცემულია 50-მეგაპიქსელიანი 1/1.56-დუიმიანი დიაფრაგმის მქონე სენსორი Sony IMX890 და 24-მილიმეტრიანი ობიექტივი გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციით. სუპერფართოკუთხიან კამერას აქვს 48-მეგაპიქსელიანი 1/2- დუიმიანი სენსორი IMX581 14-მილიმეტრიანი ობიექტივითა და f/2.2 დიაფრაგმით. ხელმისაწვდომია ტელეობიექტივი 47 მმ ფოკუსური დაშორებით და RGBW ფილტრისა და f/2.0 დიაფრაგმის მქონე 32-მეგაპიქსელიანი 1/2.74-დუიმიანი IMX709 სენსორით. და ბოლოს, მოცემულია ორი იდენტური 32-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: gsmarena.com 

კამერების მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელია ჩიპი MariSilicon X, რომელიც Oppo-მ შეიმუშავა Hasselblad-თან ერთად - მასში გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები. კომპანია მომხმარებლებს Oppo Find N2-ის განსაკუთრებული კონსტრუქციის გამოყენებას ასევე სთავაზობს გადაღებისადმი შემოქმედებითი მიდგომისთვის: შესაძლებელია მოულოდნელი რაკურსების არჩევა ან შტატივის შეცვლა ნაწილობრივ დაკეცილი პოზიციით. 

67-ვატიანი დამტენი უზრუნველყოფს სრულ დამუხტვას 42 წუთში, ხოლო 37%-მდე მუხტის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ 10 წუთში. ბატარეის მოცულობაა 4520 მა/სთ, უსადენო დამუხტვის მოდული ხელმისაწვდომი არ არის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: gsmarena.com 

Oppo Find N2 მუშაობს პლატფორმა Snapdragon 8+ Gen 1-ზე, აქვს 12 ან 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და 256 ან 512 გბ UFS 3.1 ფლეშ-მეხსიერება შესაბამისად. სმარტფონი მუშაობს Android 13-ზე ColorOS 13 ინტერფეისით. კომპანია დუმს გაჯეტის ჩინეთის ფარგლებს გარეთ გაყიდვის გეგმებზე: ცნობილია, რომ 12/256 GB კონფიგურაციის მოდელის ფასი იქნება 8000 იუანი (1145 აშშ დოლარი) და 16/512 გბ-ისა - 9000 იუანი (1290 აშშ დოლარი). 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: wccftech.com 

Oppo Find N2 Flip-ს რაც შეეხება, Samsung Galaxy Z Flip 4-ისა და Moto RAZR 2022-ის ფონზე იგი გვთავაზობს უფრო დიდ, 3.62-დუიმიან გარე დისპლეის (382 × 720 პიქსელი). იგი გამოიყენება სელფისთვის, შეტყობინებების წაკითხვისა და ზოგიერთი პარამეტრის ცვლილებისთვის. შიდა 6.8-დუიმიანი AMOLED პანელის გაფართოებაა 1080 × 2520 პიქსელი და LTPO მატრიცა კადრის განახლების სიხშირის 1-დან 120 ჰერცამდე განახლების შესაძლებლობით. მხარდაჭერილია HDR10+, 97%-იანი DCI-P3, სიკაშკაშის მაჩვენებელია 1600 კდ/². 

კამერების გარე ბლოკში მოცემულია 50-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა 1/1.56-დუიმიანი Sony IMX890 სენსორით და სუპერფართოკუთხიანი 8-მეგაპიქსელიანი, 112° ხედვის კუთხის მქონე  IMX355 სენსორით. შიდა მხარეს განთავსებულია 32-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა. გამოსახულების დამუშავებისთვის ამ შემთხვევაშიც გამოიყენება ჩიპი MariSilicon X. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: wccftech.com 

სმარტფონი მუშაობს Dimensity 9000+ პლატფორმაზე და შემოთავაზებულია სამ კონფიგურაციად: 8/256, 12/256 და 16/512 გბ (LPDDR5/UFS 3.1). ბატარეის მოცულობა შეადგენს 4300 მა/სთ-ს, დამუხტვის სიმძლავრეა 44 ვატი - 34%-იანი დამუხტვა მიიღწევა 10 წუთში, 100%-ზე კი - თითქმის 1 საათი. გარე დისპლეი დაცულია Gorilla Glass 5 მინით. Oppo Find N2 Flip-ის წონაა 191 გრამი, სისქე - 16 მმ დაკეცილ მდგომარეობაში. 

Oppo-მ განაცხადა, რომ Find N2 Flip მოდელი გამოვა საერთაშორისო ბაზარზე, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთის ფასებია ცნობილი: 6000 იუანი (860$) 8/256 გბ კონფიგურაციისთვის, 6400 იუანი (917$) 12/256 გბ და 7000 იუანი (1100$) - 16/512 გბ მოდელის შემთხვევაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.