Magdalena Posted December 19, 2022 Posted December 19, 2022 მანქანათმშენებელი კომპანიები ცნობილნი არიან ხელსაყრელი ღირებულების საფირმო აქსესუარების რეალიზაციით და Tesla-ც არ არის გამონაკლისი. როგორც უკვე ვიცით, კომპანიამ გამოაცხადა Stream-ის კატალოგიდან თამაშების ხელმისაწვდომობა Model S-ისა და Model X-ის განახლებული ვერსიების მფლობელებისთვის. Tesla-მ ასევე დაიწყო შეკვეთების მიღება ბრენდირებულ 1 ტბ მყარ დისკზე, რომლის ღირებულება ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში 350 აშშ დოლარს შეადგენს. ფოტოს წყარო: Tesla ჯერჯერობით შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი შეკვეთის გაკეთება, აქსესუარის მიწოდება კი თებერვლიდან დაიწყება. კომპანია აღნიშნავს, რომ მისი მოწყობილობა გათვლილია სატრანსპორტო საშუალებაში გამოყენებაზე, ამიტომ უპრობლემოდ უძლებს რადიკალურ ტემპერატურებს, ვიბრაციებსა და დარტყმებს. აუცილებელია მისი მოთავსება სპეციალურ ყუთში. ნაკრებში გათვალისწინებულია USB Type-A (Female) და Type-C (Male) ბორტის მულტიმედია სისტემასთან დაკავშირებისთვის. მყარ დისკზე შესაძლებელია არა მხოლოდ თამაშების, არამედ ბორტის კამერის ჩანაწერების შენახვა, რომლებიც შენახვის რეჟიმში იწერენ ყველაფერს როგორც მანქანის ირგვლივ, ისე სალონში. ამგვარი ჩანაწერები შესაძლოა დიდი მოცულობის იყოს, ამიტომ მყარი დისკის მოცულობა 1 ტერაბაიტს აღწევს. ადრე ავტომობილების მფლობელები Tesla-ს ბორტ-სისტემას გარე მწარმოებლების მყარ დისკებს უკავშირებდნენ, ამჯერად შესაძლებელი გახდა ბრენდირებული მოწყობილობის შეძენა. თუმცა, გარე მწარმოებლის მყარი დისკის შეძენა 100 აშშ დოლარადაა შესაძლებელი, საფირმო კი სამნახევარჯერ ძვირი ღირს. Tesla აღნიშნავს, რომ მისი მყარი დისკი მომხმარებელს სთავაზობს ექსპლუატაციის გაზრდილ რესურსს, მონაცემთა ჩაწერისა და წაკითხვის სიჩქარე კი თამაშებზეა ოპტიმიზებული. Model X და Model S რესტაილინგ ელექტრომობილების მფლობელებს იგი საშუალებას მისცემს შეინახონ Steam Deck-თან თავსებადი თამაშები, რადგანაც ბორტის გასართობი სისტემის მეხსიერების მოცულობა მხოლოდ 16 გბ-ით შემოიფარგლება. კომპანიის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ Tesla-ს მყარი დისკი თავსებადია ბრენდის ყველა ელექტრომობილთან. https://tinyurl.com/27zenma2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.