Jump to content

აშშ-ის სენატში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ამკაცრებს კრიპტო ინდუსტრიის რეგულირებას


Recommended Posts

image.png 

სენატორებმა ელიზაბეტ უორენმა და როჯერ უეინ მარშალმა წარადგინეს კანონპროექტი კრიპტოვალუტების გამოყენებით ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრების შესახებ. 

დოკუმენტის თანახმად KYC პროცედურები ვრცელდება საფულეების პროვაიდერებზე, მაინერების ვალიდატორებსა და ქსელის სხვა მონაწილეებზე. ფინანსურ ინსტიტუტებს ეკრძალებათ ურთიერთქმედება ტრანზაქციების მიქშირების სერვისებთან. 

კრიპტო ინდუსტრიამ უნდა დაიცვას საღი აზრის მქონე წესები ბანკების, ბროკერების ან Western Union-ის მსგავსად. ეს საკანონმდებლო ინიციატივა უზრუნველყოფს იმავე სტანდარტების გამოყენებას მსგავს ფინანსურ ტრანზაქციებზე“, - განაცხადა უორენმა. 

სენატორებმა ფინანსთა სამინისტროს შესთავაზეს გამოიძიოს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული კომპანიები ისევე, როგორც მარეგულირებლები მოქმედებენ საბანკო ინსტიტუტებთან მიმართებაში. გარდა ამისა, მოსალოდნელია SEC-ისა და CFTC-ის უფლებამოსილების გაფართოება. 

„2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ბანკებს დაეხმარა აშშ-ის ფინანსური სისტემისგან ბოროტმოქმედების მოცილებაში. კრიპტო ბირჟებზე მსგავსი წესების გამოყენება თავიდან აგვარიდებს ციფრული აქტივების გამოყენებას უკანონო აქტივობებში კანონმორჩილი მოქალაქეებისთვის შეზღუდვების შექმნის გარეშე“, - წერს The Block პრეს-რელიზზე დაყრდნობით. 

სენატორები ასევე მოითხოვენ, რომ FinCEN -მა დაასრულოს იმ ნორმებზე მუშაობა, რომლებიც ბანკებსა და საგადახდო კომპანიებს ავალდებულებს ანგარიშები გადასცენ მარეგულირებლებს და არაკასტოდიალურ საფულეებთან დაკავშირებული კონტრაგენტების და ტრანზაქციების, აგრეთვე სუბსანქცირებული იურისდიქციების მისამართების აღრიცხვა აწარმოონ. 

ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები დაინერგება ოფშორული ციფრული აქტივების ტრანზაქციებზე, რომელთა მოცულობაა 10 ათასი აშშ დოლარი ან მეტი. ასევე შემოთავაზებულია კრიპტო ბანკომატების ოპერატორების იდენტიფიცირება და ფედერალური ორგანოებისთვის დამონტაჟებული მოწყობილობების ადგილმდებარეობისა და რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. 

ეგახსენებთ, რომ ნოემბერში ელიზაბეტ უორენმა მოითხოვა კრიპტოვალუტების რეგულირების გაძლიერება და პარალელები გაავლო FTX-სა და Lehman Brothers-ს შორის. 

ადრე სენატის საბანკო კომიტეტის წევრმა კრიპტოვალუტები შეადარა აშშ-ს იპოთეკურ კრიზის. ივლისში მან მოუწოდა კონგრესს და SEC-ს, უფრო მკაცრი პოზიცია დაეჭირათ ინდუსტრიის მიმართ Celsius Network-თან და უამრავ სხვა კომპანიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.