Magdalena Posted December 17, 2022 Share Posted December 17, 2022 დაიწყო AMD Radeon RX 7900 სერიის ვიდეო ბარათების გაყიდვები და გამოვიდა ახალი ბარათების პირველი საჯარო დრაივერი Adrenalin Edition 22.12.1. როგორც პრეზენტაციებიდან და პირველი მიმოხილვებიდანაა ცნობილი, RDNA 3 არქიტექტურა გვთავაზობს მედიაკონტენტის დამუშავების ორმაგ ბლოკს არამხოლოდ AV1 დეკოდირების, არამედ კოდირების მხარდაჭერით 8K@60FPS რეჟიმამდე. სხვა ფორმატებს შორის დამატებით აღსანიშნავია H.264 მხარდაჭერა ორი მიმართულების კადრებით - B-frames. ეს და სხვა მახასიათებლები აფართოებენ ვიდეო ბარათების გამოყენების შესაძლებლობებს კონტენტის შემქმნელებისა და სტრიმერებისთვის, - განაცხადა AMD-მ. ვიდეო ჩაწერისა და სტრიმინგის პარამეტრების ჩანართი Adrenalin Edition-ში. წყარო: AMD Community საზოგადოებისთვის განკუთვნილ შეტყობინებაში AMD საუბრობს ვიდეო ბარათების პროგრამულ უზრუნველყოფა Adrenalin Edition-ის მართვის პანელში არსებულ ახალ შესაძლებლობებსა და ფუნქციებზე, რომლებიც განკუთვნილია ვიდეოსა და ტექსტის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, კერძოდ ხელმისაწვდომია: გაუმჯობესებული გაფილტვრა (Enhanced Filtering) და კადრების წინასწარი ანალიზის ტექნოლოგია კოდირებამდე მიაღწევს ოპტიმალურ ხარისხს კადრების გაჭედვის გარეშე. მანქანურ სწავლებაზე დამყარებული ადაპტაციური ტექნოლოგია გამოიყენება თამაშის ინტერფეისისა და ტექსტის გადაცემის ხარისხის გასაუმჯობესებლად დაბალი ბიტრეიტით გადაცემის დროს (გაფართოება 1080p და ნაკლები). კომპანია გვახსენებს, რომ ადრე წარდგენილი ხმის ჩახშობის ტექნოლოგია AMD Noise Suppression, რომელიც მუშაობს შემავალი და გამომავალი მოწყობილობებისთვის, შეიძლება გამოყენებულ იქნას აუდიოს ხარისხის გასაუმჯობესებლად. უამრავ კვლევებზე დაყრდნობით კომპანია აღნიშნავს, რომ AMD Noise Suppression-ს აქვს 4-ჯერ ნაკლები გავლენა თამაშის წარმადობაზე კონკურენტებთან შედარებით, თუმცა მაინც აფიქსირებს საერთო ხარისხის უფრო მაღალ დონეს. ენკოდერ AMD AV1-ის მხარდაჭერა RX 7000 სერიაში დაემატა პოპულარულ აპლიკაცია OBS Studio 29.0-ის ბეტა-ვერსიაში, ფინალური ვერსიის გამოსვლა მოსალოდნელია დეკემბერში მოგვიანებით. https://tinyurl.com/2p9tj8es Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.